CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2719
ObjectID: 2719
ID: 2719
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ძეგლი ჰორიზონტალზე წაგრძელებული, მართკუთხა გეგმარებისაა, სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. სართულების ძირითადი რაოდენობა ორია, თუმცა, ნაგებობის ცენტრალური ნაწილი სამ სართულამდეა ამაღლებული. ეს ბოლო სართული ყოველნაირი მონაცემის მიხედვით, თავდაპირველი უნდა იყოს. ცენტრალური მხრიდან, შენობას პირველ სართულზე შემავალი ორი კარი აქვს. ამას გარდა, ამავე ცენტრალურ ნაწილში მოწყობილი აქვს სადარბაზო, რომელიც მეორე, მესამე სართულებსა და შიდა ეზოს უკავშირდება. არსებულ სადარბაზოში შემორჩენილია ძველი კიბის უჯრედი, რომელსაც ასევე, თავდაპირველი მოაჯირების ნაწილი ამკობს. ძეგლის უკიდურეს მარცხენა ნაწილში ეზოში შემავალი ვრცელი ჭიშკარია მოწყობილი. ფასადზე დეკორაციული ელემენტები საერთოდ არ გვხვდება და ის სადადაა დამუშავებული. თუმცა, მეორე სართულის სიმაღლეზე შემორჩენილია ძველი, სავარაუდოდ, ძეგლისავე თანადროული აივნები. რკინის ეს აივნები მოჩუქურთმებული და დამუშავებულია. ძეგლის მნიშვნელოვანი და ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაწილი მესამე სართულის ხის აივანია, რომელსაც მიუხედავად გადაკეთებებისა, ძველი ნაწილები, მათ შორის დეკორაციული ელემენტები აქვს შემორჩენილი. ნაგებობის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი შიდა ეზოა, რომელსაც დიდწილად აქვს შემორჩენილი თავდაპირველი განაშენიანების სახე. ეზო შენობას მთელ სიგრძეზე დაუყვება და ჰორიზონტალურად განლაგებული სათავსოების რიგით სრულდება. შიდა ეზოს მხრიდან შემორჩენილია აივნები და მათი შემადგენელი მხატვრულ-დეკორაციული ელემენტები. ამ აივნების დიდი ნაწილი მოშლილი და დაკარგულია, თუმცა შემორჩენილი ნაწილები მხატვრული თვალსაზრისით, ძალზე ღირებულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5173
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩხეიძე ნინოს ქ./44
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნე
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80970496
Y: 41.69989409