CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2718
ObjectID: 2718
ID: 2718
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი ძველი აგურითაა ნაშენი და შელესილია. შენობის გაფორმება მოდერნის სტილის ელემენტებს შეიცავს. ნაგებობის სიმაღლე და განლაგება ორი ქუჩის შესაყარზე, რომელთაგან ერთი დაღმართია, მიმდებარე განაშენიანებაში, მას ვერტიკალური დომინანტის სახით წარმოაჩენს. შენობის კედლები გარკვეული პაუზის დაცვითაა დანაწევრებული სარკმლების ღიობით. მათ შორის თავისუფალი არე რჩება, რომელიც ზოგან რელიეფურად ამოზრდილი მცენარეული ორნამენტის ქარგით ივსება. პირველი სართული (უფრო სწორედ კი ნახევარსარდაფი) სწორკუთა სარკმლების ღიობებითაა დანაწევრებული. მეორე სართულზე, სარკმელებს შორის რუსტირებული პილასტრები აუყვება. მეორე და მომდენო სართულებზე ერთმანეთს ენაცვლება სწორკუთხა და თაღოვანი სარკმლები, რაც გარკვეული მხატვრულ რიტმს და დინამიკას წარმოშობს. შენობას აქვს რამდენიმე ლითონის აივანი. ორი წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ გამომავალ ფასადზე (მესამე და მეოთხე სართულებზე), ერთი ცრუ და ორი სწორკუთხა აივანი კუთხისკეს შვერილზე და სამიც რომის ქუჩისკენ მიმართული ფასადის განაპირა მხარეს. ნაგებობის მხატვრულ გაფორმებაში კედელზე ჩამოყოლებული დეკორატიული ლილვებისა, რელიეფურად ამოზრდილი ყვავილებისა და ალათების დეკორის გარდა, ნაგებობის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საფასადე სკუპლტურას: ლომისა და ახალგაზრდა ქალის ჰორელიეფურ თავებს. ლომები ამკობენ ნაგებობის ზედა სართულის კიდეებს, ხოლო თმაში მზესუმზირებჩაბნეული ქალების თავები სადარბაზოს ზემოთ არიან წარმოდგენილნი. მათ შორის ძნელად გაირჩევა რუსული ინიციალები: А და Л, ასევე აგების თარიღის პირველი ორი ციფრი 19... სამწუხაროდ, ბოლო ორი ციფრი არ იკითხება. შენობას ასრულებს პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი. სამწუხაროდ, სადარბაზოს გადაღება, სადაც ქვის იატაკი, კიბე და ლითონის მოაჯირია შემორჩენილი, ვერ მოხერხდა. გაძნელდა ეზოს გადაღებაც. შორიდან აღებულ კადრში ჩანს, რომ ეზოსკენ მიმართული ფასადზე ხის გალერეა იქცევს ყურადღებას. აქვეა ლითონის წრიული კიბეც. ზოგადად, ნაგებობის მდგომარეობა მძიმეა. შეინიშნება ბზარები. გვედითი, შეულესავი აგურის კედელში ჩანს გასამაგრელი ლითონის კონსტრუქციის ნაწილი, დაზიანებულია საფასადო სკულპტურის რამდენიმე ფიგურა. ჩამოშლილია ფასადი. ბუნებრივი მიზეზების გარდა, დაზიანება მიყენებული ადამიანის მიერაც: გამათბობლის მილისთვის გაჭრილი ფასადი, ბლოკით ამოშენებული და უხეშად შელესილი სარკმელი (მეოთხე სართული, წინამძღვრიშვილის მხარე). ნაგებობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის ისტორიულ-არქიტექტურულ განაშენიანებაში, იგი საჭიროებს რეაბილიტაციას ავთენტურობის დაცვის გათვალისწინებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4305
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./38.რომის ქ./23
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1960-1991 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1960-1991 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80374903
Y: 41.70512632