CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2717
ObjectID: 2717
ID: 2717
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით" და გეგმაში ლათინური "ლ"-ის მაგვარია. მთავარი, შელესილი და შეღებილი ფასადით გ. სუნდუკიანის ქუჩაზე გადის. მარჯვნიდან მეზობელ სახლს ებჯინება, მარცხნიდან კი ყრუ, შეულესავი კედლით, ქუჩისგან ლითონის ჭიშკრით გამიჯნული ეზოს გასასვლელისკენ არის მიმართული. ფასადის კომპოზიცია ასიმეტრიულია. პირველი სართულის მარცხენა ნაწილში არსებულ, სწორკუთხა ღიობში ორი კარია მოთავსებული. მარჯვენა ეზოში შემავალ გვირაბს, მარცხენა კი მეორე სართულის კუთვნილ სადარბაზოს ემსახურება. სართულის დანარჩენ ნაწილში სამი ღიობია, მათგან შუა ფანჯრის გაფართოვების შედეგად მიღებული კარია და წინიდან სამი საფეხური აქვს მიდგმული. მის ორსავ მხარეს კი ფანჯრებია, რომლებსაც სამი მხრიდან არშია ევლება, ქვედა ნაწილში კი ჰორიზონტალური სარტყელი აჩარჩოვებს. ფანჯარათა ჩამოსწვრივ, სარტყელის ქვემოთ სწორკუთხა ჩაღრმავებებია. ფანჯრები ამურისთავიანი საჭექი ქვებითაა მორთული. მარცხენა წყვილი, გლუვი პილასტრებით ფლანკირებული, წყვილი ღიობის თავზე კი მამაკაცისთავიანი საჭექი ქვაა დასმული. სართულებს შორის გავლებულია ჰორიზონტალური სარტყელი. მეორე სართულზე მარცხნიდან მეორე და მესამე ღიობს მიდგმული აქვს ლითონის აჟურულმოაჯირანი აივანი, რომელიც ცალქანობა საჩრდილობელით არის დაბურული. აივნის მარჯვნივ ერთი, მარცხნივ კი სამი სწორკუთხა, სამი მხრიდან არშიაშემოვლებული ფანჯარაა. ქვედა მოჩარჩოება ყოველ მათგანს საერთო აქვს - პროფილირებული სარტყელი, რომელიც მხოლოდ აივნის ნაწილში წყდება. ფანჯარათა ჩამოსწვრივ, მათივე სიგანის სწორკუთხა უბეებში ვიწრო, გლუვზედაპირიანი, სწორკუთხა ნაშვერებია. მეორე სართულის ყველა ღიობი შესაბამის ადგილებში პირველი სართულის მსგავსი, ამურებისთავიანი საჭექი ქვებითაა დამშვენებული. მთლიანად ფასადი ორდონიანი, პროფილირებული კარნიზით სრულდება, რომელსაც ქვედა ნაწილში კბილანების მწკრივი გასდევს. პირველი სართული მოყვითალო, მეორე კი რუხი ტონალობისაა. სახლი თუნუქითაა გადახურული. იგი აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. ქუჩისკენ მიმართული ფასადის მორთულობაში შეინიშნება რენესანსისა და კლასიციზმის ნიშნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4902
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სუნდუკიანი გაბრიელის ქ./18
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8027978
Y: 41.70554071