{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2716?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2716?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2716?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2716",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2716,
    "ID" : 2716,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "მე-19 საუკუნის დასასრულს აგებული სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის საშენ მასალად გამოყენებულია აგური. ქუჩისკენ მიმართული ფასადი შელესილი და შეღებილია. 2012 წელს დ. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა ფასადის განახლება, შეიცვალა რკინის ჭიშკარი, კარ-სარკმელთა ჩარჩოები. ამავე შენობისა და მომიჯნავე ნაგებობების პირველ სართულზე მოეწყო პასაჟი. საცხოვრებელი სახლის ქუჩისკენ მიმართული ნაწილი ოთხ რუსტირებულ ბურჯს ეყრდნობა. ეზოს შესასვლელი ლომის თავის რელიეფური გამოსახულებითაა გამოყოფილი. სიმეტრიული კომპოციზიის მქონე ფასადის გაფორმების დეტალები კლასიციზმითაა შთაგონებული. მეორე და მესამე სართული თანაბრად ნაწევრდება სარკმლის, კარისა და კვლავ ორი სარკმლის თანმიმდევრობით. ორივე კარი ლითონის აივანზე გადის. თითოეული ღიობის საპირე პროფილირებულია. ასევე, დამატებით, კარ-სარკმლები სანდრიკებით იმკობა. მცირე პლასტიკის ძირითად მოტივს მცენარეული ორნამენტი წარმოადგენს. მეორე სართულის კიდეებში დორიული პილასტრებია რუსტირებული ტანით, ხოლო მესამე სართულზე კორინთული პილასტრებია კანელურებით დაღარული ტანით. დეკორატიულობას კიდევ უფრო შესამჩნევს ხდის მცენარეიული მოტივით შემკული კრონშტაინები და პროფილირებული საპირე. შენობას ასრულებს პარაპეტი. \nეზოს მხრიდან ნაგებობის ფასადი ხის დახურული და ღია გალერების მონაცვლეობას წარმოადგენს. პირველ სართულზე შეინიშნება გვიანდელი გადაკეთება, ნალესობა, ახლადგაჭრილი სარკმლები და ა.შ. ზედა სართულები ინარჩუნებს თავდაპირველ იერს. შემორჩენილია ისეთი დეტალები, როგორიცაა ხის კრონშტაინები და სვეტები. ეზოში ყურადღებას იქცევს ლითონის კიბე, ასევე სადარბაზოში ხის კიბე და მოაჯირი. შენობას აქვს სარდაფი, რომელშიც მოხვედრა ეზოდანაა შესაძლებელი. \nნაგებობის საერთო მდგომარეობა, განახლებული ფასადის მიუხედავად, მძიმეა. შეინიშნება ბზარები, ჩამოშლილი ბათქაში, სარდაფში ნესტია. აღსანიშნავია, ასევე ქუჩისკენ მიმართულ განახლებულ ფასადზე არსებული, ამჯერად ადამიანის მიერ მიყენებული ზიანი: მესამე სართულზე, კარნიზის გაუგებრად გამოშვერილი საწვიმრის მილი და ასევე,  ფასადის დამაზიანებელი გაზის გამათბობლის მილი მესამე სართულის განაპირა სარკმლის ქვემოთ. \nშენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის, და ზოგადად, ქალაქის ისტორიულ-არქიტექტურულ განაშენიანებაში. შენობის ეზო გადაღებულია ფილმში ,,გიორგობისთვე\".",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4181",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./17",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.803815839999999,
    "Y" : 41.703503509999997
  }
}