{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2710?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2710?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2710?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2710",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2710,
    "ID" : 2710,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XIX საუკუნის დასასრულს აგებული შენობა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს. სახლის არქიტექტურული იერი ეკლექტური, ფსევდო-ბაროკული ნიშნების მატარებელია. გეგმარებით რუსული ,,პ”-ს ფორმის შენობა მოსწორებულ რელიეფზე დგას და ცენტრალური ჩრდილოეთის ფასადით ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოდის. შენობის გვერდითა ფასადები აგურის წყობით ამოყვანილი ყრუ კედლებია, ხოლო ზურგის, სამხრეთით გახსნილი ფასადი შიდა ეზოს გადაჰყურებს. \nაგურით ნაშენი, ორსართულიანი შენობა მწყობრი პროპორციების, კულტურულად ნაშენი საფასადო კომპოზიციით ხასიათდება. ქუჩის გასწვრივ წაგრძელებულ სახლს მკაფიო საფასადო დანაწევრება აქვს: ცოკოლი, სართულშუა თარო, კარნიზი და პარაპეტი (ყრუ პარაპეტიდან მხოლოდ მარჯვენა ფრაგმენტია დარჩენილი) ჰორიზონტალურ დანაწევრებას უზრუნველჰყოფს, რასაც კონსტრუქციულ აქცენტებად კარ-სარკმლის ღიობები და აივნები ემატება. სიმეტრიის ღერძზე მოთავსებულია წინფრით გადახურული სადარბაზო შესასვლელი (საყურადღებო ხის მოჩუქურთმებული კარით) და მისგან მარცხნივ ეზოს ჭიშკარი (დაკარგული ავთენტური კარი). შესასვლელების თავზე ასიმეტრიულად შეკიდული რკინის ღია აივნები, სხვადასხვა კომპოზიციის ცხაურით იმის დაშვების საფუძველს იძლევა, რომ ისინი მოგვიანებით მიადგეს ფასადს. სახლის შემთხვევაში კლასიკურად დაცულია მხატვრული გაფორმების იერარქიულობა: პირველი სართულის მსუბუქად რუსტირებულ კედელს მეორე სართულის გლუვად შელესილი, თუმცა ნაძერწი პლასტიკით გამორჩეული კედლის სიბრტყე, როგორიცაა ღიობთა შორის თანაბარზომიერად ჩადგმული კანელურებით დაღარული კორინთული პილასტრები და დეკორატიული პროფილირებული თაროები ღიობთა თავსა და ბოლოში. ფასადის ყველა ღიობი, მათ შორის ეზოს ჭიშკარი, პროფილირებულ, სწორკუთხა ჩარჩო-საპირეში ზის. \nეზოს ფასადი ადგილობრივ, თბილისურ ტრადიციას ეხმაურება, როდესაც შიდა არაფორმალური ფასადი ხის კონსტრუქციებით ამოყვანილი ღია აივნებით ფორმდება. აღსანიშნავია, რომ სახლის აივნები სრულადაა დაცული მოგვიანო შუშაბანდებისა და ათასგვარი მინაშენების მიდგმა-დამატებისაგან. აივნებზე ჭვირული და ყრუდ შეფიცრული მოაჯირები ენაცვლება ერთმანეთს. აივნებს ორი ხის თითომარშიანი და წინფრით გადახურული კიბე ედგმის. შენობას სწორედ ეზოს მხარეს აქვს სარდაფები, რომელთა მიახლოებული სიმაღლე 2,80 მეტრია. საკუთრივ ეზო მოვლილია, განახლებული ასფალტის საფარით, გამწვანების გარეშე. შენობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა როგორც ქუჩის ფასადზე, ისე ეზოს მხარეს. ცენტრალურ ფასადზე დაზიანებული და ალაგ-ალაგ (განსაკუთრებით ნაჟური წყლის მილების სიახლოვეს) ატკეცილ-ჩამოშლილია ნალესობა და ნაძერწი დეტალები, შეინიშნება მრავლობითი გამჭოლი ბზარები. ეზოს მხარეს მოძველებულია ხის კონსტრუქციები; მართალია სახურავი გამოცვლილია, მაგრამ ნაჟური წყლით დაზიანებული და ბათქაშჩამოცვენილი ჭერი მისახედია.\nცუდად დაცულია შენობის ავთენტურობა, განსაკუთრებით ქუჩის ფასადზე, რომელიც აჭრელებულია სხვადასხვა ფერის კედლებით, ღიობთა ხისა და მეტალო-პლასტმასის ალათებით, რკინის დამცავი ცხაურებით. ამას ემატება ნახევარზე მეტად ჩამონგრეული სახურავის პარაპეტის აბრისი, გამოცვლილი ალაყაფის კარი, პირველ სართულზე ცოკოლში ჩაჭრილი და კარად გადაკეთებული ერთ-ერთი სარკმელი, სავარაუდოდ, მიშენებულია აივნებიც.  ამის მიუხედავად, შენობა მიმდებარე ურბანული ქსოვილისთვის ღირებულია, თავისი საფასადო პლასტიკია და შიდა ეზოს ღია აივნებით, ამდენად, აუცილებელია შენობის ფიზიკური დაცვა და მისი მხატვრული გადაწყვეტის შენარჩუნება.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5364",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯავახიშვილი ივანეს ქ./26",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.80498377,
    "Y" : 41.704868230000002
  }
}