CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2704
ObjectID: 2704
ID: 2704
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი ნაგებობა, გეგმით ხუთკუთხაა. ნაგებია აგურით. ფასადი შელესილია და მასზე მრავლად არის დეკორატიული ელემენტები. ეტყობა შეღებვის კვალი. ქუჩაზე გამავალი ფასადი სიმეტრიულია. თითო სართულზე 6 სარკმელია გაჭრილი, ქვედა სართულზე კი სამი სარკმელი , ჭიშკარი და სადარბაზოს კარი. სარკმლებს შორის ორ სართულზე ოთხ ვერტიკალად დაუყვება რუსტიკა, თავსართები უხვად დეკორირებულია: მეორე სართულის სარკმლის თავსართს წარმოადგენს წარბიანი მინიატურული ტიმპანის ქვეშ გამოსახული ბავშვის სკულპტურული სახე, მის დაბლა კი – გირლანდა. თავსა და ბოლოში ასევე უფრო მცირე ზომის ბავშვის სახიანი სკულპტურით შემკული კრონშტეინები. გირლანდები ამკობს პირველ და მეორე სართულს შორის კარნიზსაც. კიდეებში კი წყვილადი კრონშტეინით და მინიატურული ტიმპანით სრულდება (ასეთივე კომპოზიციაა მათ შორის ზუსტად შუაში). ბოლო სართულის კარნიზის მორთულობა კი გორგონასსახიანი კრონშტეინებით და ორი წყვილად გირლანდასა და კრონშტეინებზე დაყრდნობილი ფრონტონის სახით წარმოდგება, რომლის ორსავ მხარეს დეკორატიული რელიეფებია, ხოლო დანარჩენ სარკმლის თავსართზე ცენტრში ანტროპომორფული სკულპტურებია გაჭრილი. მესამე სართულის ფასადის დეკორატიულ მთლიანობას უხეშად არღვევს მოგვიანებით აივნებზე დადგმული საჩრდილობელი (გადახურვა); მეორე სართულის აივნები ხელუხლებელია. ფორმა განსხვავებული –გარეთკენ ოდნავ გაბურცული, ეს სიმრგვალე აივნის ჭვირულ ყლორტოვან ორნამენტს მეტად თვალსაჩინოს ხდის. პირველ სართულზე აღსანიშნავია ჭიშკრის თავზე გამოსახული სკულპტურული ლომის გამოსახულება, ჭიშკრის მასიური ლითონის ორნამენტული კარი, სადარბაზოს იატაკის დეკორი და კიბის ლითონის მოაჯირი. შესასვლელში იატაკზე იყო დაწერილი შენობის აშენების თარიღი, რომელიც ამჟამად ასფალტით არის დაფარული. ეზოში შემორჩენილია შუშაბანდები, დგას ლითონის გვიანდელი კიბე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5143
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩიქობავა არნოლდის მოედ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
სავაჭრო;
მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80588069
Y: 41.70476893