ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2703
ObjectID: 2703
ID: 2703
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XIX საუკუნის დასასრულს აგებული შენობა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს და მისი არქიტექტურული იერსახე ეკლექტური ნიშან-თვისებებით გამოირჩევა. აგურით ნაშენი, ორსათულიანი სახლი მოსწორებულ რელიეფზე დგას და მთავარი ჩრდილოეთის ფასადით ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოდის. გეგმარებით ხაზოვანი შენობის მეზობელი განაშენიანებისაკენ პირმიქცეული გვერდითა ფასადები აგურის წყობით ამოყვანილ, ყრუ კედლებს წარმოადგენდა, ვიდრე ბოლო წლებში, დასავლეთის ფასადზე თვითნებურად რამდენიმე სხვადასხვა ზომის სარკმელი არ გაიჭრა. ქუჩის გასწვრივ წაგრძელებული ცენტრალური ფასადის დანაწევრება, ძირითადად, ჰორიზონტალური ღერძების საშუალებით ხდება, როდესაც მაღალ, ქვით მოპირკეთებულ ცოკოლს პროფილირებული სართულშუა თარო და დენტიკულებიანი კარნიზი ეპასუხება, ხოლო მათ შორის მოქცეულ კედლის სიბრტყეებს კარ-სარკმლის ღიობთა და შეკიდულ აივანთა რიტმული განლაგება ანაწევრებს. შენობის შესასვლელები მარჯვენა ნახევარშია თავმოყრილი, ასეთია ეზოში ბრტყელჭერიანი გვირაბით შემავალი ჭიშკარი (დაკარგულია ავთენტური ალაყაფის კარი, მის ნაცვლად სხვა, ნაკლები ხარისხისა და ოსტატობის კარია შებმული), რომლის თავზეც ნახევარსართულია მოქცეული და ჭიშკრის უშუალო სიახლოვეს, მარცხნივ გაჭრილი სწორკუთხა სადარბაზო შესასვლელი (დაკარგულია ავთენტური, ხის მოჩუქურთმებული კარი, მის ნაცვლად რკინის ყრუ კარია ჩასმული). სახლს სამი აივანი აქვს, ამათგან ორი მეორე სართულზეა შეკიდული (რკინის ჭვირული მოაჯირებითა და მოგვიანებით დამონტაჟებული ოვალური წინფრებით), ერთი მარჯვენა ფრთის კიდურა მხარესაა მოქცეული, მეორე - ფასადის დანარჩენი მოცულობის სიმეტრიის ღერძზე. რაც შეეხება მესამე კარს, ის მოგვიანებით და უხეშად მიედგა ეზოს ჭიშკრის თავზე გამართულ ნახევარსართულს. ფასადის მხატვრული გაფორმების ლომის წილი კარ-სარკმლის ღიობებზე მოდის. სადარბაზოს კარის, ჭიშკრისა და ნახევარსართულში გაჭრილი ღიობის სწორკუთხა მოხაზულობას, დანარჩენ ღიობთა შეისრული ფორმა უპირისპირდება, რომლებიც ნალესობაში მსუბუქად ამოღარულ რუსტოვან წყობაზე მკაფიოდ განირჩევიან. პირველი სართულის სარკმელთა პროფილირებული, ზოლურა ჩარჩო-საპირეები, რომელთა საჭექ ქვებს შედარებით უცხო, რელიეფური კომპოზიციები გამოარჩევს, როგორიცაა ვარდულის ქვეშ მოქცეული მამაკაცის პირდაღებული ნიღაბი-სახე. აღსანიშნავია, რომ პირველი სართულზე სადარბაზო კართან მოთავსებულ ორ სარკმელს სორის ფასადის ერთადერთი პილასტრი, უფრო ზუსტად, ნახევარპილასტრია მიდგმული ისიც, როგორც დეკორატიული სამშვენისი, რომელიც კლასიკური სქემის მოდერნული სახესხვაობით იქცევს ყურადღებას (კანელურებით დაღარულ სვეტის ტანს ფოთლოვანი ვარდულებით სტილიზებული კაპიტელი ედგმის). მეორე სართულის ,,ხორკლიანი” რუსტის საპირეებით შემოფარგლული ღიობები ვარდულების მოტივით შთაგონებული ნაძერწი დეკორით იმკობა, როგორიცაა საჭექი ქვის ადგილას დასმული მომცრო ვარდულები და საპირეებს შორის მოთავსებული, პროფილირებულ წრიულ მედალიონებში მოქცეული ვარდულები. სახლის სადარბაზო მოზაიკური წყობის ქვის იატაკითა და რკინის მოაჯირიანი ქვისავე კიბეებით არის გაფორმებული; ახლად გადაღებილი, მკვეთრი ტონალობის სადარბაზოს ინტერიერი მყუდრო განწყობას მოკლებულია. შენობის სამხრეთ ფასადი მომცრო ეზოს გადაჰყურებს და მისი პირვანდელი სახე არსებული მინაშენებისა და დაშენებების წყალობით, თითქმის დაკარგულია, რადგან საერთოდ აღარ ჩანს თავდაპირველი ხის კონსტრუქციებით ამოყვანილი ღია აივნები, თუ შუშაბანდები. თავად ეზო მეტად მცირეა, მის ფართობს მნიშვნელოვნად ამცირებს შიგ ჩადგმული დამატებითი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. შენობის ფიზიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ბევრად შელახულია ის ქუჩის ფასადის მხარეს და მეტად მოვლილი - ეზოს ფასადის მხარეს. ცენტრალურ ფასადზე უმთავრესად ნალესობაა დაზიანებული, ალაგ-ალაგ ჩამოყრილი და დანესტილია. გამოქარულია ნაძერწი პლასტიკის ნიმუშები (საჭექი ქვების კომპოზიციები). შენობის ავთენტურობა მხოლოდ ქუჩის ფასადზეა დაცული; რიგ უხეშ დარღვევებს განეკუთვნება სადარბაზოსა და ეზოს ჭიშკრის კარებები, ნახევარსართულის ღიობის მეტალო-პლასტმასის ალათები და მოგვიანებით მიდგმული მომცრო აივანი, მეორე სართულის აივანთა გვიანდელი წინფრები. ამის მიუხედავად, ქუჩის მხატვრულ-ისტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5371
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./38
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80407946
Y: 41.70608292