ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2702
ObjectID: 2702
ID: 2702
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XX საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა თბილისის მდიდრული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი ნიმუშია, რომლის არქიტექტურა ეკლექტურ-ბაროკული ნიშნების მატარებელია. სამხრეთით ოდნავ დაქანებულ რელიეფზე მდგომი სამსართულიანი სახლი ორი ქუჩის კვეთაზე მდებარეობს, მისი სამხრეთი ფასადი ი. ჯავახიშვილის ქუჩას გადაჰყურებს, აღმოსავლეთი ფასადი ვ. კანკავას ქუჩაზე გამოდის და მოპირდაპირედ გაშენებული სკვერისკენ იხსნება. აგურით ნაგები შენობა გეგმარებით კუთხისებრია. მისი საფასადო დანაწევრება მწყობრი და სიმეტრიულია. მაღალ ცოკოლზე შესმული შენობა სართულშუა პროფილირებული თაროებისა და ძლიერად შვერილი კარნიზის ჰორიზონტალებშია მოქცეული, რომელთა შორის კედლის სიბრტყეები სახლის შესასვლელთა (სადარბაზოები, ეზოს ჭიშკარი) უმნიშვნელოდ გამოხატული რიზალითებით, რამდენიმე პილასტრული სარტყლითა და სწორკუთხა სარკმლების ხშირი რიტმული წყობით ნაწევრდება. ფასადის მხატვრულ გაფორმებაში, კედლის გლუვად შელესილი სიბრტყეების კონტრასტულად, უხვად გამოიყენება ნაძერწი პლასტიკის ნიმუშები, რომლებიც ძირითადად საჭექი ქვებისა და სარკმლების თაროსქვედა რელიეფური ფილების სახითაა წარმოდგენილი. სართულის სიმაღლის ზრდასთან ერთად, რაფინირებულ სახეს იძენს დეკორატიულ ელემნეტთა პლასტიკური დამუშავების ხარისხიც. კედლის სიბრტყის კონსტრუქციულ-დეკორატიულ დანაწევრებაში მონაწილეობს შენობის სამი შესასვლელი და თითო ფასადზე განთავსბეული წყვილ-წყვილი, რკინის მოაჯირიანი აივნები. სახლს რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთი კარი დაემატა ვ. კანკავას ქუჩიდან, რომელიც პირველი სართულის ერთ-ერთი სარკმლის ჩაჭრა-გაფართოების შედეგად მიიღეს. ბოლო წლებში, სახლის სადარბაზო შესასვლელებიდან ვ. კანკავას ქუჩაზე გამოსული ხის ავთენტური კარი, რკინის ახალი თაღოვანი კარით ჩაანაცვლეს. ავთენტურობა შენარჩუნებულია მხოლოდ ი. ჯავახიშვილის ქუჩის ფასადზე მოქცეულ სადარბაზო კარზე; რკინის ცხაურებჩადგმულ ხის კარზე აღსანიშნავია ფრამუგის მარაოსებრი დანაწევრება და პროფილირებული ჩარჩოზე დასმული და ფოთლოვანი გირლანდით შემკული საჭექი ქვის გამოსახულება. სადარბაზოს ინტერიერი კეთილმოწყობილ ქვის იატაკსა და კიბეებს მოიცავს. ასევე თაღოვან პროფილირებულ საპირეშია მოქცეული ეზოს ჭიშკარიც (ავთენტური ალაყაფის კარი დაკარგულია), რომლის თავზე დაუზიანებელი ლომის მასკარონია მოთავსებული. შენობის დასავლეთ ფასადი ეზოს გადაჰყურებს და ხის კონსტრუქციებით ამოყვანილ შუშაბანდებიან გალერეებს მოიცავს, რომელთა კარკასზე ჯერ კიდევ შეინიშნება ხის შეფიცრული მოაჯირები და წახნაგოვანი სვეტები, რადგან შუშაბანდების ნაწილი უკვე ამოშენებულია. ეზოს ფასადზე აღსანიშნავია სამმარშიანი და წინფრით გადახურული მაღალი ხის კიბე. ეზოს მხარეს მოქცეული სარდაფის სართულებში ჩასვლა ქვის კიბეებით არის შესაძლებელი, მათი მიახლოებული სიმაღლე 2,80 მეტრია. საკუთრივ ეზო მეტად პატარაა და კიდევ უფრო დაპატარავებული მასში ჩადგმული მცირე ნაგებობის ხარჯზე. შენობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა. ფასადებზე არინიშნება მრავლობითი ბზარები, რომელთა ნაწილი ცემენტის ნალესობითაა დაფარული. მძაფრად დანესტილი და წყალჩამდგარია სარდაფები, რომელიც შენობის საძირკველს ავარიული ჯდენის გარდაუვალ და რეალურ წინაპირობას უქმნის. ნესტით დაზიანებულია შენობის პირველი სართულის კედლებიც, განსაკუთრებით ჭიშკრის მიმდებარე კედლებზე. ასევე ავარიულია ზოგიერთი ხის კონსტრუქციაც.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4470
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./21.კანკავა ვლადიმერის ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8045993
Y: 41.70605584