ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2698
ObjectID: 2698
ID: 2698
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: 1870 წელს აგებული შეულესავი, წითელი აგურის შენობა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, რომელიც ცენტრალური, სამხრეთის ფასადით ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე გამოდის. გეგმარებით ხაზოვანი შენობა მოსწორებულ რელიეფზე დგას. მისი გვერდითა ფასადები შეულესავი აგურის ყრუ კედლებია, მათგან დასავლეთისა, მეზობელი სახლის შიდა ეზოში გამოდის და მასზე კარგად იკითხება რიყის ქვითა და აგურის მონაცვლეობით ამოყვანილი საფუძველი. ხის გალერეებით გაფორმებული ზურგის ფასადი შიდა ეზოს გადაჰყურებს. რაც შეეხება მთავარ, სამხრეთის ფასადს: მისი შთამბეჭდავი პლასტიკური დანაწევრება კიდურა რიზალითური შვერილების ვერტიკალებსა და ცოკოლი-სართულშუა თარო-კარნიზის ჰორიზონტალების ღერძულ გადაკვეთას ეფუძნება. სახლის შესასვლელი სადარბაზო კარი და ეზოს კარიბჭე შენობის მარჯვენა ფრთაშია კონცენტრირებული: რიზალიტურ შვერილშია ალაყაფის კარი (ავთენტური დაკარგულია), რომლის თავზეც ნახევარსართულია დამატებული. ჭიშკრის მარცხნივ, მის გვერდით სადარბაზოს კარია გაჭრილი, მდიდრული ხის ჩუქურთმებითა და რკინის ჭვირული ცხაურებით (ერთი მათგანი დაკარგულია). კარის ფრამუგა გაუქმებულია და მის ზემოთ, კიბის უჯრედი ზონაში, ახალი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სადარბაზოს ინტერიერში ყურადღებას იქცევს კერამიკული ფილებით დაგებული იატაკი, მაღალი თაღოვანი ვესტიბიული, ქვის კიბეები. ფასადის მხატვრულ-კონსტრუქციული გაფორმება იერარქიულია, სადაც უპირატესობა ზედა სართულებსა და რიზალითურ შვერილებს ენიჭება. აქედან გამომდინარეა რიზალითურ შვერილებზე მოთავსებული ე.წ. ფრანგული რკინის ცხაურიანი აივნები და მშვილდათაღოვანი, შედარებით განიერი სარკმლები, რომლებიც ჩატეხილფრონტონიანი სანდრიკებით არის გაფორმებული. ასეთივე სანდრიკებით იმკობა რიზალითებს შორის მოქცეულ კედლებზე რიტმულად განლაგებული ვიწრო, თაღოვანი სარკმლებიც, მაშინ როდესაც, პირველი სართულის სწორკუთხა სარკმლები მხოლოდ სადა და ბრტყელ საპირეშია მოქცეული. შენობის ეზოს ფასადი ვერ ტოვებს ისეთივე მონუმენტურ და პლასტიკურ შთაბეჭდილებას, როგორც ქუჩისპირა ექსტერიერი. ჩრდილოეთის ფასადის პირვანდელი სახე არსებული გვიანედელი მინაშენების გამო, მნიშვნელოვნად დაკარგულია. ხის კონსტრუქციებზე ამოყვანილი ღია გალერეებიდან შემორჩენილია მოაჯირთა ფრაგმენტები (როგორც ჭვირული, ისე შეფიცრული სახით). ეზოს ფასადზეა განლაგებული სარდაფის ანფილადური წყობის სათავსოები, რომელთა მიახლოებული სიმაღლე 2, 60 მეტრია, ქუჩის მხარეს კიდევ უფრო მაღალია, დაახლოებით - 3 მ-მდე. შენობის შიდა ეზო პატარაა, განახლებული ასფალტის საფარითა და გამწვანების გარეშე. ეზოს სიღრმეში ჩადგმულია იგივე მისამართის პატარა სახლი. შენობის ფიზიკური მდგომარეობა ცუდია, რადგან ქუჩის ფასადზე, ზედა კედლებზე ღრმა, გამჭოლი ბზარები შეინიშნება. ნესტიანია სარდაფები. შენობის ავთენტურობა მეტ-ნაკლებად დაცულია, სამწუხაროდ არსებობს ისეთი უხეში დარღვევები, როგორიცაა ცენტრალურ ფასადზე სადარბაზოს კარის გაუქმებული ფრამუგა და კედელში ახლად გაჭრილი სარკმელი, ჭიშკრის თავზე არსებულ ნახევარსართულზე მოგვიანებით მიშენებული რკინის აივანი; ახალი ღიობებია ასიმეტრიულად და გაუმართლებლად გაჭრილი დასავლეთ ფასადის ყრუ კედელზეც. მიუხედავად ზემოთქმულისა, ქუჩის მხატვრულ-ისტორიული მთლიანობისათვის აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5363
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯავახიშვილი ივანეს ქ./25
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1870 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80433036
Y: 41.70632923