ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2696
ObjectID: 2696
ID: 2696
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი შენობა ნახევრადსარდაფული ტიპისაა, ფასადით ქუჩისკენ. აქვს შიდა ეზო და მისი ზოგადი მდგომარეობა საშუალო სირთულისაა. ნაგებია ძველი აგურით. ფასადი ნალესობითაა დაფარული. მთავარი ფასადის საერთო კომპოზიციური გეგმარება სიმეტრიულია. სადარბაზო და კიბის უჯრედი ნაგებობას შუაზე ჰყოფს, მის ორივე მხარეს კი ფანჯრების რიგი იდენტურადაა განთავსებული. ცენტრალური შესასვლელის გვერდით, პირველი სართულის დონეზე მცირე ზომის კარია. მესამე სართულზე, ფასადის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ასევე სიმეტრიულადაა განლაგებული თითო-თითო აივანი. ამჟამად, არსებულ აივნებს მოგვიანო გადაკეთების კვალი ეტყობა. ნახევრადსარდაფის დონის სართულის ნაწილი დაფარულია გვიანი ნალესობით, თუმცა, თავდაპირველი დეკორის საერთო სტრუქტურული სურათის ზოგადი მონახაზის აღდგენა, მაინც შესაძლებელია. მეორე სართულის მონაკვეთის საერთო შემკულობა, ფსევდო-კლასიცისტური ხასიათის ნაგებობებისთვის ჩვეული მახასიათებლების მიხედვით, ზედა სართულის შემკულობისაგან განსხვავებულია. ფანჯრებს შორის არეს სრულად ავსებს მათ თავზე ტრაპეციისებურად განშლადი, მათ ქვემოთ კი მოკლე პილასტრებით შემოსაზღვრულ მოჩარჩოებაში ჩასმული რუსტიკის მოტივი. ფასადის საერთო დეკორაციული შემკულობა ფსევდო-კლასიცისტური ხასიათისაა. მეტი სისადავე გამოარჩევს მესამე სართულის მონაკვეთს. აქ ფანჯრების ზედა არის შემკულობას ოდნავ გადრეკილი პროფილების ერთიანი ზოლი ემატება. ეს ზოლი ფანჯრებს შორის დაბალ, ბრტყელ პილასტრებს ებმის და მეორე და მესამე სართულებს შორის მიჯნის დონეზე, მეორე სართულის ცენტრალური არის ოთხ მონაკვეთში სოლისებური დაბოლოვების მხატვრული ელემენტით სრულდება. ამჟამად, ერთ-ერთი მათგანი აღარ არსებობს, ის სავარაუდოდ, ჟოლობის მონტაჟს შეეწირა. შენობის წინა ფასადი სწორხაზოვანი არ არის, მისი კიდის მონაკვეთები ოდნავ, გამოწეულია საერთო ხაზიდან, რასაც მხატვრულ-დეკორატიული შემკულობის საერთო მონახაზიც ააშკარავებს. გამოზიდული მონაკვეთი, მთელ სიმაღლეზე ცენტრალურისაგან განსხვავებულად დამუშავებული რუსტიკის მწკრივით გამოიყოფა - ამ შემთხვევაში, მართკუთხა არეების შიდა სივრცე შედარებით მუქი, ხორკლიანი, უხეში ფაქტურისა და სტრუქტურისაა. შენობას აბოლოვებს პარაპეტის ზოლი. სადარბაზოს ცენტრალური ნაწილის ორივე გვერდითი კედელი აღდგენილი და გამაგრებულია. შენარჩუნებულია ძველი ხის კიბე, რიკულებიანი მოაჯირით. შიდა ეზო კვადრატისაკენ მიდრეკილი მართკუთხედის ფორმისაა. მასში მოხვედრა შესაძლებელია გამჭოლი ცენტრალური სადარბაზოდან და გვერდითი, ლითონის ჭიშკრის მქონე, განიერი, დერეფნის ტიპის შესასვლელიდან. სავარაუდოდ, ეზოს თავდაპირველი ფორმა შენარჩუნებულია, თუმცა, აქ ბევრია შემდგომი გადაკეთება, რაც სრულად უკარგავს გარემოს ავთენტურობას. შენობას აქვს დაახლოებით 2მ-ის სიმაღლის სარდაფები. მათი ნახვა შიდა ეზოდანაა შესაძლებელი. ნაგებობას მარჯვენა მხარეს ახალი მინაშენი აქვს - დაახლოებით ოთხსართულიანი ნაგებობა, რომლის სიმაღლე თითქმის, ერთი სართულით აღემატება ძეგლის საერთო სიმაღლეს. ამ ახალი შენობის ფუნქციური დანიშნულება, ჯერ, გაურკვეველია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5167
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩხეიძე ნინოს ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80829199
Y: 41.70185222