CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2694
ObjectID: 2694
ID: 2694
Name: ეკლესია "ყოველთა წმინდათა"
FullName: ეკლესია "ყოველთა წმინდათა"
Description: ,,ყოველთა ქართველთა წმინდათა’’ სახელობის ეკლესია იგი თავდაპირველად იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. გუმბათოვანი ტაძარი შემაღლებულ ადგილას დგას და თარიღდება XIX საუკუნით. ტაძარი "ჩახაზული ჯვრის" ტიპის შენობაა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. თავდაპირველად, ეკლესიის დასავლეთ ნავზე მაღალი პროპორციის ფანჩატურიანი სამრეკლო იყო აღმართული. 1990-იანი წლების რესტავრაციის დროს ეს სამრეკლო მოიხსნა. ეკლესიის გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ წახნაგებწათლილ ბურჯს. საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი გარედან სწორკუთხედშია ჩაწერილი. აფსიდის გვერდით პასტოფორიუმებია განთავსებული, რომლებიც როგორც მთავარ სივრცეს ასევე საკურთხეველს უკავშირდება თაღოვანი გასასვლელებით. მთავარი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, პატარა ორქანობიანი კარიბჭით. შესასვლელი კარია გაჭრილი ასევე დასავლეთ მხარესაც. როგორც საარქივო ფოტოებიდან ჩანს, ჩრდილოეთი მხრიდანაც ყოფილა შესასვლელი. თუმცა, ამჟამად ამ ადგილას კარებს ვეღარ ვხვდებით. იატაკის ქვეშ საძვალე იყო მოწყობილი, რომელიც ამჟამად ამოვსებულია. საკურთხეველში ერთი სარკმელია გაჭრილი, თითო-თითო სარკმელია მოთავსებული ასევე გვერდითა ოთახებშიც. სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე საკმაოდ დიდი ზომის ორ-ორი სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის გრძივ კედლებში განლაგებული სარკმლები ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულადაა განლაგებული. ერთი სწორკუთხა ფორმის სარკმელია ასევე დასავლეთ მხარეს, კარის თავზე. გუბათში 12 სარკმელია განთავსებული. ფასადები ამჟამად შელესილი და შეღებილია, გარდა გუმბათის ნაწილისა. ფასადებზე გამოყენებულია ხაზოვან-გეომეტრიული მორთულობა. ფასადები დანაწევრებულია პილასტრებით, ხოლო ოთხივე მკლავის ფრონტონებზე ჯვრებია გამოსახული. რაც შეეხება გუმბათის ნაწილს. იგი აგურისაა და მისი მორთულობაც აგურით არის შესრულებული. თითოეულ სარკმელს აგურისავე ლილვები შემოუყვება. თითოეული სარკმლის თავი კი, მცირე დეკორაციული ფრონტონებით ბოლოვდება. ლავგარდანის ქვეშ, აგურით გამოყვანილი რომბების რიგი გასდევს. ინტერიერი შეთეთრებულია. მოხატულია გუმბათის სფერო და აბსიდის კონქი (ხატმწერი ლაშა კინწურაშვილი). ეკლესიის ჩრდილოეთით დგას აგურით ნაგები ფანჩატურიანი პატარა სამრეკლო.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3869
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახვლედიანი ელენეს აღმ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნე
InitialFunction:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი;რელიგიური, რიტუალური>>სამრეკლო;
CurrentFunction:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი;რელიგიური, რიტუალური>>სამრეკლო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81008028
Y: 41.69815448