CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2691
ObjectID: 2691
ID: 2691
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ძველი აგურით ნაშენი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი 1860 წელს აიგო. შელესილი ფასადის გაფორმება სადაა. პირველი სართული სარკმლებითა და ცენტრში გაჭრილი სადარბაზოს კარით ნაწევრდება. მეორე სართულზე სარკმლებს შორის, სადარბაზოს კარის თავზე ლითონის აივანზე გამავალი კარია. თითოეულ ღიობს საპირე შემოუყვება. კედლის სიბრტყე დამატებით პილასტრებით იმკობა. კომპოზიციას ასრულებს კარნიზი და პარაპეტი. საგანგებოდ გამოსაყოფია ლითონის აივნის მოაჯირის ორნამენტი. სადარბაზოში შემორჩენილია ხის კიბე და რიკულები. ეზოს მხრიდან ხის შუშაბანდია დორიული სვეტებით. სახლს აქვს სარდაფი, რომელიც დღესდღეობით უფუნქციოა. ნაგებობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ფასადზე და ინტერიერში ბზარები და ნაპრალები შეინიშნება, საძირკველი განიცდის ჯდენას, კედლები დაშორებული გადაბმის ადგილებში, სარდაფში დგება წყალი. მოსახლეობის თქმით, ნაგებობა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში გაამაგრეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დღეს იგი ნგრევის საშიშროების წინაშე დგას. შენობა საგულისხმო როლს თამაშობს მიმდებარე ტერიტორიის ურბანულ ქსოვილში. ამასთან, იგი ისტორიულ პირსაც უკავშირდება. იგი ეკუთვნოდა ილია ჭავჭავაძის მეგობარსა და საზოგადო მოღვაწეს ლევან ჩერქეზიშვილს. აქ, არაერთხელ გამართულა საადგილმამულო ბანკის კრება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5041
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქურდიანი ზაქარიას ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი, 1860წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80328984
Y: 41.70396657