ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2686
ObjectID: 2686
ID: 2686
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი ნაგებობა 20 საუკუნის დასაწყისშია აგებული. საშენ მასალად აგურია გამოყენებული, ფასადი შელესილი და შეღებილია. შენობა ორი ქუჩის კვეთაზე დგას და მათ არქიტექტურულ შემაკავშირებელს წარმოადგენს. წინამძღვრიშვილის ქუჩის მხრიდან, პირველი სართული მაღაზიების ვირტინების ღიობებით და მათი ლითონის ჟალუზებითაა სახეცვლილი. ვიტრინებს შორის პორტალი გამოიყოფა. კარი ხისაა, ლითონის ცხაურით. მას ნახევარწრიული საპირე შემოუყვება. ნადირაძის ქუჩის მხრიდან კედლის სიბრტყე სწროკუთხა სარკმლებითაა დანაწევრებული. თითოეულ მათგანს საპირე შემოუყვება. ამავე ქუჩის მხარეს, ნაგებობის კიდეშია ეზოს სწორკუთხა შესასვლელი. აღნიშვნის ღირსია ლითონის ორნამენტული ჭიშკარი. მეორე სართულს ასევე სარკმლების თანაბარი მანძილით დაშორებული ღიობები ანაწევრებს. ორივე ქუჩის კვეთაზე კი აივანზე გამავალია კარია გაჭრილი. თითოეულ ღიობს საპირე შემოუყვება. სარკმლების ზემოთ დეკორატიული თაროა მოცემული. ორივე სართულის ღიობებს შორის რუსტირებული პილასტრებია აყოლებული. ნაგებობას ორი ლითონის აივანი აქვს: ერთი ქუჩების კვეთის შვერილზე, ერთიც პორტალის ზემოთ. ორივე მათგანის მოაჯირი ორნამენტულია. ნაგებობას ასრულებს კარნიზი და პარაპეტი ქუჩების გადაკვეთის ადგილას ნახევარწრიული ატიკით. პორტალის მხარეს პარაპეტი არ აქვს. ამ ხერხით და შენობის ამ ნაწილის ოდნავ დადაბლებით ხდება შესასვლელის გამოყოფა. სადარბაზოში შემორჩენილია ხის ძველი კიბეები და რიკულებიანი მოაჯირი. ეზოში ასევე შემორჩა ხის დახურული და ღია შუშაბანდები ხისავე სვეტებითა და კრონშტაინების რიგით. ნაგებობას აქვს სარდაფი. ერთი ჩასასვლელი ქუჩების კვეთის ადგილას, აივნის ქვეშაა. ამ მხრიდან ყრუ ლითონის კარი დალუქულია. სარდაფში მოხვედრა, ასევე ეზოდანაა შესაძლებელი. ნაგებობის ფიზკური მდგმარეობა ძალიან მძიმეა. ბზარები, ნაპრალები, ჩამოცვენილი ბათქაში, საძირკვლის ჯდენა მის ავარიულ მდგომარეობაზე მიანიშნებს. არანაკლები ზიანი აქვს მიყენებული ნაგებობას ადამიანის მიერ: ნადირაძის ქუჩის მხრიდან პირველი სართულის სარკმლების ქვედა ნაწილი გამონგრეულია და ბეტონით შევსებული, მეორე სართულზე, გაზის გამათბობლის მილის მიერაა დაზიანებული ფასადი. შენობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდებარე ისტორიულ-არქიტექტურულ განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5269
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./52.ნადირაძე კოლაუს ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80262453
Y: 41.70648686