ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2682
ObjectID: 2682
ID: 2682
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზე. სამსართულიანი ნაგებობა აგურით არის ნაშენი, შელესილია და ლითონის ფირფიტებით გადახურული. მთავარი ფასადით სახლი ქუჩისკენ გამოდის. ფასადი ამპირის სტილის ნიშნების შემცველია, რაც უმეტესად გაფორმებაში ვლინდება. სამივე სართული ფანჯრების თანაბარზომიერი რიტმით და ლითონის აჟურული აივნებით ნაწევრდება. პირველი და მეორე სართულები რუსტირებულია. პირველი სართულის ნახევარი სახეცვლილია, შელესილია ცემენტით მაგრამ იმეორებს კონსტრუქციული ნაწილების და მათი გაფორმების დეტალების მოხაზულობას (ფანჯრების საპირეები და სხვა). მიუხედავად ამისა, შელესილობა არღვევს ძეგლის ავთენტურობის ხარისხს. პირველ სართულზე განაწილებულია სწორკუთხა ფანჯრები და სადარბაზოში შესასვლელი ლითონის კარი. პირველი და მეორე სართულები ერთმანეთისგან გეომეტრიული ორნამენტით დაფარული ფრიზითაა გამოყოფილი. მეორე სართულის ფანჯრები პროფილირებული საპირეებითაა შემოსაზღვრული და დეკორატული თაროებით გაფორმებული. მესამე სართული ყველაზე სადაა მთელს ფასადზე, მხოლოდ სარკმლებით დანაწევრებული, ყოველგვარი მორთულობის გარეშე. ფასადს მთელს სიგრძეზე გასდევს პროფილირებული, სადა კარნიზი. შენობის ეზოში მოხვედრა ფასადზე გაჭრილი, აჟურული ლითონის ჭიშკრითაა შესაძლებელი ფართო გვირაბის გავლის შემდგომ. ეზო სწორკუთხაა. ამ მხარეს სახლის ფასადი გალერეით, შუშაბანდით და აივნებით იხსნება, სადაც აღსანიშნავი ხის დეტალები და ლითონის კიბეებია. საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვანია ქალაქგეგმარებითი და ქუჩის/ქალაქის ისტორიული იერსახის შექმნის თვალსაზრისით. საგულისხმო და ღირებულია მისი გაფრმების დეტალებიც. აქედან გამომდინარე, ძეგლზე მიზანშეწონილია სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4871
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სანქტ-პეტერბურგის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7962867
Y: 41.70844754