CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2681
ObjectID: 2681
ID: 2681
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ძველი აგურითაა ნაშენი. ქუჩისკენ მიმართული ფასადი შელესილი და შეღებილია. მის სიმეტრიულ გაფორმებაში კლასიცისტური ელემენეტები გაირჩევა. პირველი სართული სახეცვლილია აქ განლაგებული მაღაზიებით. ამასთან, ამავე ნაწილის უმეტესობა მოპირკეთებულია მეთლახით, რაც სრულ შეუსაბამობაში მოდის ნაგებობის იერსახესთან. მეორე სართული 4 სარკმლითა და ცენტრში, ლითონის აივნისკენ გაჭრილი კარით ნაწევრდება. მათ შორის კორინთული პილასტრები ავსებს სივრცეს. თითოეულ ღიობს პროფილირებული საპირე და სარკმლის ქვემოთ მოცემული სწორკუთხა დეკორატიული ნიში გამოჰყოფს. განაპირა სარკმლები მშვილიდსებრი, ხოლო კარი სამკუთხა ფრონტონით იმკობა. კომპოზიციას ასრულებს კარნიზი და პარაპეტი, შუაში რკალისებრი ატიკით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მკაცრად სიმეტრიული კომპოზიციის ცენტრულ ღერძს. შენობის სწორკუთხა აივანი ლითონისაა, ორნამენტული მოაჯირითა და კონსოლებით. აღსანიშნავია რომ პირველ სართულზე კუთხეში არსებული ხის კარი ბოლო დროს შეიცვალა რკინის ახალი კარით, მის გარშემო მოუპირკეთებელი კედლის სიბტყე კი ვარდისფრად შეიღება, რასაც დისონანსი შეაქვს ფასადის მხატვრულ გაფორმებაში. სადარბაზოს ინტერიერში ჩატარებული რემონტის გამო, დაკარგულია მისი თავდაპირველი იერი. ნაგებობის უკანა ფასადი პარალელური ქუჩის, ტყვიავის ჩიხში მდებარე ეზოში გადადის. ფასადის ამ მხარეს თითქმის დაკარგული აქვს ავთენტურობა. მეორე სართულზე შემორჩენილია ხის შემინული შუშაბანდი და ორნამენტული კარნიზი. შუშაბანდის სარკმლების მოჩარჩოება მეტალო-პლასტმასითაა ჩანაცვლებილი. პირველი სართული შელესილია. მთლიანობაში, ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეინიშნება მცირე ბზარები და ნალესობის ცვენა. შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდებარე ისტორიულ-არქიტექტურულ განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4042
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გოგიბერიძე მოსეს ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80503706
Y: 41.70326487