ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2678
ObjectID: 2678
ID: 2678
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს დ. აღმაშენებლისა და ზ. ქურდიანის ქუჩების კუთხეში. სახლი ორსართულიანია, ნაგებია აგურით და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. შენობა ლითონის ფირფიტებითაა გადახურული. ორსართულიანი ნაგეობობის პირველი სართული ფართო სწორკუთხა ღიადებით იხსნება, სადაც სხვადასხვა სავაჭრო დანიშნულების ობიექტი მდებარეობს. ამ სართულს ძლიერ აქვს შეცვლილი თავდაპირველი სახე, რის შედეგადაც დარღვეულია ძეგლის ავთენტური იერი. ამავე სართულზე, ზ. ქურდიანის ქუჩის მხრიდანაა შესასვლელი სადარბაზოში და ეზოში. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია, სწორკუთხა ფანჯრების და კარების მონაცვლებოის თანაბარზომიერად განაწილებული რიტმით. სტილური თვალსაზრისით ნაგებობა ამპირისა და კლასიციზმის ნიშნებს შეიცავს. ფანჯრები მოჩარჩოებულია სადა, პროფილირებული საპირეებით, რომელთაც ზემოთა დეკორატიული თაროები გასდევს. ფასადს ასრულებს პარაპეტი, მის ზემოთ განთავსებული ატიკით. შენობის გვერდითი ფასადი თითქმის ანალოგიურადაა გადაწყვეტილი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ორი ფანჯარა ყრუა, როგორც ჩანს, სახლის აშენებიდან გარვეული დროის შემდეგ ამოქილილი. ეზოს მხარეს სახლის ფასადი გალერეით იხსნება. შენობის ისტორიული და ქალაქგეგმარებით მნიშვნელობიდან გამომდინარე მასზე მიზანშეწონილია საკონსერვაციო/სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4162
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./14.ქურდიანი ზაქარიას ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80316883
Y: 41.7033848