{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2676?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2676?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2676?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2676",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2676,
    "ID" : 2676,
    "Name" : "ფაიტონების სადგომი",
    "FullName" : "ფაიტონების სადგომი",
    "Description" : "წინამძღვრიშვილის 39 მოიცავს სამ ნაგებობას ერთმანეთის მსგავს (ტყუპი სახლები, როგორც მათ უწოდებენ) სამსართულიან შენობას (ერთი ნადირაძის ქუჩაზე გადის მეორე წინამძღვრიშვილზე)  და მათ “დამაკავშირებელ” კუთხის ერთსართულიან ნაგებობას (გადმოცემით ამ ადგილას იყო ამ ორი სახლის თავლა). ეს ნაგებობა ამჟამად რესტავრირებულია. გეგმით კვადრატულია, ნაგებია აგურით, შელესილია. ორივე ქუჩის ფასადზე ვიტრინები გადის. კუთხეში გაჭრილი კარით პირდაპირ კეთილმოწყობილ სარდაფში ჩავდივართ, ხოლო ნადირაძის მხრიდან არსებული კარით-მთავარ სივრცეში. აღსანიშნავია ბალუსტრადა და ქვის მოაჯირი გამჭოლი წრეებით. ასევე დეკორატიული ნაძერწობა კარნიზსა და შუა კარის თავზე. ნაგებობას გააჩნია ტერასა და ეზო რომელიც საერთოა ნადირაძეზე გამავალ ნაგებობასთან. მათ შორის არის ლითონის ჭიშკარი. მის ზემოთ გრძელდება იგივე მოაჯირი, რომელიც ჭიშრკის თავზე არსებული ფანჩატურის ფასადის ნაწილია. ეზო დახურულია. ასე თუ ისე შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი იერი. ფასადზე გამომავალ შუშაბანდებს (დახურული) ფიცრული სადა აივნები აქვს. და მცირე ზომის კვადრატებად დანაწევრებული შუშის ჩარჩოები. შესასვლელიდან მარცხნივ არსებული ოვალური აივნები ხის მასიური ორნამენტებით არის მორთული. ზოგადად ფასადებს ნაკლებად აქვთ სწორკუთხა ფორმები და დინამიურად გადადიან ერთმანეთში კუთხის სიმრგვალეების თუ იატაკისა და საყრდენი სვეტის დამაკავშირებელი ფიცრულის აღმავალი სხივური წყობის გამო. ეზოს მხრიდან სახლს აქვს რამდენიმე კიბე პირველი სართულის დონემდე (ლითონის და ქვის), ერთი წრიული ლითონის კიბე მთელს სიმაღლეზე – კიბე კუთხის შეჭრილ მონაკვეთშია და ფასადზე არ ჩანს. სახლს აქვს სარდაფი, ზოგ მხარეს ნახევრად ამოსულია მიწის დონიდან. ეზოს მეორე ფასადს ქუჩის (ნადირაძე) მხრიდან წარმოადგენს სამსართულიანი სახლი გვიან ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი ფასადით (ეკლექტიკის ნიშნებით – კლასიც. რენეს.). სამივე სართულის ცენტრალურ ნაწილში არსებული წყვილი სარკმლები (2) დეკორატიულ თაღნარშია ჩასმული, რომლის წინ (ზედა ორ სართულზე) მთელს სიგრძეზე ქვის აივანია ასევე უხვად დეკორირებული გამჭოლი წრეებისა და მცენარეული ორნამენტის მოტივებით. სარკმლის  ფორმა, თავსართები, თაღები და დეკორატიული ნაძერწობა სამივე სართულზე განსხვავებულია (მაგ. მესამე სართულზე ვენეციური მოტივია წარმოდგენილი ცენტრში ნახევარყვავილით და თაღის რკალში დეკორატიული კრონშტეინით, მეორე სართულზე შედარებით დინამიური მასიური ლენტის ტალღოვანი მოჩარჩოება, პირველ სართულზე მკაცრი და სადა უფრო რენესანსულ სტილში). ფასადი დეკორატიული აგურის წყობითაა მოპირკეთებული. გვერდითა ფრთები კლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი. აღსანიშნავია მასიური დეკორატიული კრონშტეინები, სვეტებზე “დაყრდნობილი” სარკმლის თაღი, ფსევდო-სამცენტრული თაღის მოტივი მესამე სართულზე და მის ზემოთ მცენარეული დეკორატიული ძერწვა დასრულებული ატიკით. ჩამოთვლილი ელემენტები და ზოგადად ფასადის აღწერა ერთნაირად ესადაგება ორივე შენობას. სადარბაზოებში აღსანიშნავია იატაკის დეკორი, შუქფარანი, ლითონის მოაჯირი. ერთ-ერთ სადარბაზოში არის მხატვრობა-შემორჩენილი თითქმის სამივე სართულზე (იხ. თბილისური სადარბაზოები), მხატვრობა ეკუთვნის ი. პოზნანს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5265",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./39.ნადირაძე კოლაუს ქ./",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "InitialFunction" : "სასოფლო-სამეურნეო\u003e\u003eსაჯინიბო, თავლა;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.80317076,
    "Y" : 41.70630096
  }
}