ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2673
ObjectID: 2673
ID: 2673
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-19 საუკუნის დასასრულის აგებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი აგურითაა ნაშენი, იგი შელესილია და შეღებილი. ნაგებობა ორი ქუჩის გადაკვეთაზე დგას და მათ შემაკავშირებელს წარმოადგენს. მის გაფორმებაში როკოკოს სტილის ელემენტები გამოიყენება. პირველ სართულს დაკარგული აქვს თავდაპირველი იერი. შელესილია და მაღაზიების კარითა და ვიტრინის ღიობებით დანაწევრებული. მეორე სართული უხვად იმკობა. ორივე ქუჩის მხრიდან კედლის სიბრტყე რიტმულად ნაწევრდება სარკმლებით. ასევე, ქუჩის გადაკვეთის ადგილას და აღმაშენებლის გამზირის მხიდან, ლითონის აივანზე გამავალი კარებების ღიობით. თითოეულ ღიობს პროფილირებული საპირე, დეკორატიული თარო, კონსოლები და რელიეფური გირლიანდები ამკობს. ქუჩების გადაკვეთის ადგილი ლითონის აივნითაა ხაზგასმული, რომელიც დაწახნაგებულია და შენობის ტეხილ ხაზს იმეორებს. აივანზე გამავალი კარი, ასევე პროფილირებული საპირის, დეკორატიული თაროს, კონსოლებითა და გირლიანდით იმკობა. ამასთან, წახნაგებზე აყოლებული კორინთული პილასტრები კარის ფლანკირებასაც ახდენენ და ვიზუალურად კედლის სიბრტყესაც ავსებენ. ამავე ორდერის თითო პილასტრია, ასევე წარმოდგენილი შენობის ორივე განაპირა კუთხეში. დეკორატიულად გაფორმებულ კუთხეს ხაზს უსვამს პარაპეტის ამ ნაწილში რკალური ფრონტონი ცენტრში სამერცხლულით. პარაპეტის ქვემოთ პროფილირებული კარნიზი შემოუყვება მთელს შენობას. პარაპეტის სიბრტყე დეკორატიული მართკუთხა ნიშებითაა დანაწევრებული. რომის ქუჩის მხრიდან, გვერდიგვერდაა მოცემული ეზოში შესასვლელი ლითონის ჭიშკარი და სადაბრაზოს ხის კარი ლითონის ცხაურით. ორივე მათგანი ძველია და თავისი ორნამენტებით იქცევს ყურადღებას. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჭიშკრის ორნამენტულ ფორმებში ჩასმული რუსული ინიციალები А და П. ეზო ძალიან პატარაა, გაჭირდა გადაღება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეზოს მხრიდან ფასადს ძველი ელემენტებიდან მხოლოდ ხის რამდენიმე კრონშტაინი აქვს შერჩენილი. ფასადის დანარჩენი ნაწილი სხვადასხვა დროის გადაკეთების კვალს ატარებს. სადარბაზოში კი შემორჩა თავადპირველი მარმარილოს იატაკი და კიბეები, ასევე ლითონის მოაჯირი. შენობის ზოგადი მდგომარეობა საშუალოა. შეინიშნება ბზარები, ჩამოცვენილი ბათქაში და ნესტის კვალი. ზიანი აქვს მიყენებული ადამიანის მიერაც, მაგ: მეორე სართულზე სარკმლი ქვემოთ ჩანს გაზის გამათბობლის მილის მიერ დაზიანებული სარკმლის ქვემოთ მოცემული დეკორატიული ნიშა. ნაგებობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურულ განაშენიანებაში. საჭიროა მისი რეაბილიტაცია ავთენტურობის დაცვის გათვალისწინებით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4208
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./31.რომის ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: სავაჭრო;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80253222
Y: 41.70418553