ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2669
ObjectID: 2669
ID: 2669
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: საცხოვრებელი სახლი აღმაშენებლის გამზირის სივრცით განაშენიანებაში ერთ-ერთი რიგითი რგოლია. შენობა ორსართულიანია, ნაგებია აგურით, შელესილია და შეღებილი. ფასადის სტილური გადაწყვეტა ეკლექტურია, ისევე როგორც მახლობლად არსებული არაერთი შენობის შემთხვევაში. ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია, ცენტრში გამოდის მეორე სართულის ხის აივანი, რიკულებითა და სხვეტებით და ფასადის დანარჩენი კომპოზიცია მის გარშემო ნაწილდება - ფანჯრებისა და კარების ღიობები პირველ და მეორე სართულებზე. ფანჯრების მოხაზულობა მუზარადისებრი ან შეისრული თაღებით სრულდება, მათი საპირეები სადაა, პროფილირებული. პირველი სართულის შესასვლელი სახეცვლილია გადაკეთების შედეგად, ამდენად ამ ნაწილის ავთენტურობა დარღვეულია (გაჭრილია სწორკუთხა კარი და მიდგმული აქვს ლითონის კიბე). სახლის შიდა ეზოში მოხვედრა გვერდით მდებარე ჭიშრკიდანაა შესაძლებელი. ეზოს მხრიდან სახლის ფასადი ხის გალერეითა და აივნებით გამოდის. ნაწილი სახეცვლილია ჩარევის შედეგად (შელესილია), ავთენტურ ნაწილებში კი ყურადღებას იქცევს ხის აივნები, სვეტები, კრონშტეინები. ამ მხარეს შენობას ორი მინაშენი აქვს. სადარბაზოში აღსანიშნავია ხის კიბე და მოაჯირი. სახლი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. მისი მხატვრული და ისტორულ-კულტურული მნიშვნელოვანებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ძეგლზე სარესტავრაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4221
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./52.აღმაშენებელი დავითის გამზ./54
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1827 წ.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79964831
Y: 41.70607632