CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 248
ObjectID: 248
ID: 248
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: საცხოვრებელი სახლი ქუჩის მხრიდან ერთ, ეზოდან ორსართულიანია. იგი ქუჩის განაშენიანების ხაზიდან წინაა წამოწეული, მისი მთავარი ფასადი სხვა სახლების მიმართ პერპენდიკულარულადაა და ქუჩის პერსპექტივას ერთგვარად კეტავს. სახლი საკმაოდ კოხტაა. მისი მთავარი ფასადი გვერდითა კედელთან შედარებით ვიწროა. იგი ორი მართკუთხა ფორმის სარკმლითა და სადარბაზო კარით გამოდის ქუჩაში. ხის კვეთილი, შემინული კარი ქუჩის დონეზეა გამოდის. იგი მარკიზითაა გადახურული. სარკმელთა ღიობებს აგურით გამოყვანილი მორკალული თავსართები აქვთ. ზემოთ კედელს კბილანებიანი კარნიზი და პარაპეტი აგვირგვინებს. პარაპეტი ზუსტად სადარბაზო კარის თავზე ტრაპეციის ფორმის ნაშვერს, ერთგვარ დეკორატიულ „ფრონტონს“ ქმნის, რომელშიც აგურით გამოყვანილი ლუნეტია გაჭრილი. გვერდითა ფასადი ახალი აგურითა და ქვითკირის შერეული წყობითაა ნაშენი. ეს კედელი ყრუა, მხოლოდ მარცხენა ნაწილშია გაჭრილი კარის ღიობი. ეზოს მხრიდან სახლს აქვს თანამედროვე მინაშენი, რკინა-ბეტონის აიავანითა და კიბით. სახლი გადახურულია ორქანობა თუნუქის სახურავით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 37
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: სიღნაღი
Settlement: სიღნაღი
Address: შოთა რუსთაველის ქუჩა/20
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე–20 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.92496638
Y: 41.61774662