CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 247
ObjectID: 247
ID: 247
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: 9 აპრილის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩაზე გასული პირდაპირ აგურის ორსართულიან, ფრონტალურად გაშლილ დიდ ნაგებობას დაინახავს. სახლის მთავარი ფასადი საზეიმოა ორივე სართულზე კარ-სარკმელთა რიგით დანაწევრებული და დეკორატიული მოტივებით მორთული. სახლის გვერდითა ნაწილები საგანგებოდაა გამოყოფილი: I სართულის დონეზე კედელს აგურის რუსტირებული რიგები მიუყვება. მათ აყოლებაზე II სართულზე კედელი სწორკუთხა ოდნავ ჩაღრმავებული ნიშებითაა გამოყოფილი. მარჯვნივ I სართულზე აგურით გამოყვანილი დიდი თაღია – საზეიმო შესასვლელი. II სართულზე ორივე ნაწილში ერთნაირი კარი და სარკმელია გაჭრილი. მათ წინ შეკიდული, ლითონის ჭედური აივნები იყო (შემორჩენილია მათი ნაშთები). ფასადს საკმაოდ მაღალი პარაპეტი ასრულებს, რომელიც გვერდითა ნაწილებში თაღოვანი ფორმითაა შემაღლებული. ამ სიბრტყეებში აგურით გამოყვანილი ლუნეტებია გაჭრილი. ფასადის ცენტრალური ნაწილი ორივე სართულზე ოთხ-ოთხი სარკმლით გამოდის. I სართულის სარკმლები აგურის დეკორატიულ საპირეებშია ჩასმული. შვილდისებური აგურის თაღედი გასდევს II სართულის სარკმელთა ღიობებს. სარკმელთა ქვეშ კი აგურით გამოყვანილი დეკორატიული ვარდულებია.
ეზოს მხარეს სახლი ოთხსართულიანია. აქედან არაჩვეულებრივი ხედი იხსნება. სახლის ეს ფასადი ნაწილობრივ აღდგენილია (სახცვლილიც) ახალი აგურითა და კონსტრუქციით. ორ სართულზე შემორჩენილია ხის აივნები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 35
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: სიღნაღი
Settlement: სიღნაღი
Address: შოთა რუსთაველის ქუჩა/18
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე– 20 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.92501029
Y: 41.61792041