CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 23
ObjectID: 23
ID: 23
Name: აფთიაქი
FullName: აფთიაქი (საცხოვრებელი სახლი)
Description: აღნიშნული ძეგლი ქალაქ თელავში ერეკლე მეორის გამზირზე მდებარეობს და თავისი ადგილმდებარეობით, არქიტექტურული გადაწყვეტითა და პროპოერციებით მაშინვე იპყრობს მნახველის ყურადღებას. სამკუთხა გეგმარების კუთხის ორსართულიანი შენობა ნაგებია აგურითა და რიყის ქვით, ფასადები შელესილი და შეღებილია, დაგვირგვინებულია მანსარდით, რომელიც შესაძლოა სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ იქნა დადგმული. მარტივი გემოეტრიული ფორმებით გაფორმებული მთავარი ფასადი სადა დეკორით, სწორკუთხა მოჩარჩებული კარ-სარკმლითა და მოდერნის სტილის ორნამენტებით არის დანაწევრებული. ფასადს მთელსიგრძეზე გაუყვება დეკორატიული კარნიზი, რომელიც კრავს და აერთიანებს კუთხის შენობის 2 ფასადს. მთავარი შესასვლელის ღიობის თავსართი მორკალულია. ერეკლე II ქუჩის მხარეს გამავალი კუთხე ოსტატურად არის გადაწყვეტილი წახნაგოვანი შვერილითა და კოშკისებრი დაბოლოებით. ამავე მხარეს არის განთავსებული ხის მაღალი სადარბაზოს კარი. შენობას, მეორე სართულზე თითო-თითო ლითონის მსუბუქი ორნამენტული აივანი ამკობს.
ნაგებობას მაღალი აგურის სარდაფი აქვს. უკანა, ეზოს პირა კედელი რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით არის ნაშენი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 91
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ერეკლე II/მოედანი N3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს. დასაწყისი
InitialFunction:
ადმინისტრაციული;ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა;
CurrentFunction: საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47502182
Y: 41.917212