{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/236?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/236?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/236?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "236",
  "properties" : {
    "ObjectID" : 236,
    "ID" : 236,
    "Name" : "ქორწინების სახლი",
    "FullName" : "ქორწინების სასახლე",
    "Description" : "ქორწინების სასახლის ორსართულიანი, საკმაოდ დიდი, წაგრძელებული შენობა თავისი მდებარეობითა და მხატვრული გადაწყვეტით გამოირჩევა გარშემო ნაგებობებისაგან. იგი ქუჩის ხაზიდან სიღრმეშია შეწეული, მაშინ როცა მის გვერდზე მდგომი შენობები ქუჩის ხაზზეა განლაგებული. ამიტომ ქორწინების სასახლის წინ ერთგვარი მოედანი იქმნება. ნაგებობა შემაღლებაზეც დგას. მისკენ განიერი ქვის კიბით მივდივართ. ქორწინების სასახლის მთავარი ფასადი თავისი საზეიმო იერითაც გამოირჩევა. პირველი სართულის წინ ღია ტერასაა, რომელიც ქუჩისკენ აგურის  მძლავრ ბურჯებს გადაყვანილი 4 დიდი შვილდისებრი თაღითაა გახსნილი. მეორე სართულზე ხის მსუბუქი,  რიკულებიანი აივანია, რომელიც ფასადს მთელს სიგრძეზე გასდევს. მეორე სართულს კიდეებში, სახლის ორივე მხარეს მცირე რიზალიტებია. შესაბამისად მათ წინ აივნის ნაწილები ფასადის ძირითადი მოცულობიდან წინ გამოდის და პირველი სართულის თაღების ზევიდანაა გადმოკიდებული. აივნის ცენტრალური ნაწილი კი თაღედს ეყრდნობა და ფასადის კედელს არ სცდება. აივანს აქვს მრგვალი, კაპიტელებიანი სვეტები და კრონშტეინებიანი კარნიზი. პირველი სართულის ტერასაზე და მეორე სართულის აივანზე ოთახების კარ-სარკმელთა ღიობები გამოდის. I სართულზე თანამედროვე სწორკუთხა ფორმის შემინული ღიობებია, გარდა მარცხენა ცენტრალური შესასვლელისა, რომელიც საკმაოდ დიდ, თაღოვან კარს წარმოადგენს. ეს უკანასკნელიც თანამედროვეა. პირველი სართულის ღიობების თავზე საკმაოდ მაღალი პროფილირებული ნალისებური ფორმის თაღედი გადადის. მეორე სართულის ცენტრალურ ნაწილში  თაღოვანი პროფილირებული ღიობებია. თავისი ფორმითა და დეკორატიულობით გამოირჩევა რიზალიტების განიერი, შემინული კარები. ორივე კარს შეისრული (კილისებური) ფორმა აქვს, რომლის შიგნითაც თაღოვანი ფორმის ხის ალატებითაა დაყოფილი. I სართულის ფასადი ყვითლად, II სართულის – ცისფრადაა შეღებილი. აივანი თეთრია. სახლს მარცხნიდან ებჯინება ვ. სარაჯიშვილის მუზეუმი. Qქორწინების სასახლე უკანა მხრიდან რელიეფის გამო ერთსართულიანია. ამ ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევს თაღოვანი ნიშები. მარჯვენა გვერდითი ფასადი აგურისაა, ამ კედელშიც სამი ნიშაა. შიგნით ორივე სართულზე ოთახები ანფილადურადაა განლაგებული. გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2006-02-23",
    "StatusDocNumber" : "3/46",
    "RegistryN" : "40",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "კახეთი",
    "Municipality" : "სიღნაღი",
    "Settlement" : "სიღნაღი",
    "Address" : "მერაბ კოსტავას ქუჩა/12",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "XIX ს. 40-50-იანი წწ.",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 45.922426999999999,
    "Y" : 41.617635300000003
  }
}