CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 200
ObjectID: 200
ID: 200
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: დიდი ზომის, ორსართულიანი, ფრონტალურად გაშლილი, ძველი აგურით ნაშენი სახლი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, მყუდრო ადგილას დგას. მისი ფანჯრებიდან არაჩვეულებრივი პანორამა იხსნება. მთავარ ფასადს ორივე სართულზე სწორკუთხა მოხაზულობის კარ-სარკმელთა ღიობების რიტმული რიგები გასდევს. ფასადი საზეიმო, რეპრეზენტატული ხასიათისაა, რასაც ღიობების მორთულობა და ფასადის დამუშავება განაპირობებს. I სართულის ღიობებს მორიგეობით ან სოლისებური ქვის იმიტაციის თავსართები აქვთ, ან აგურით გამოყვანილი ფრონტონები, რომლებშიც აგურის დეკორატიული ჯვრებია ჩასმული. II სართულის კარ-სარკმელთა ღიობები პილასტრებისა და აგურით გამოყვანილი დეკორატიული თავსართების რიგშია მოქცეული. სარკმელთა თავსართებს ნალისებური თაღის ფორმა აქვთ, ხოლო კარის ღიობებს პატარა, იმპოსტებზე დამყარებული ფრონტონები აგვირგვინებს. მარცხნივ I სართულზე საფასადო კედელში აგურით გამოყვანილი ფართომალიანი თაღია გაჭრილი, რომელიც დღეს სანახევროდ ჩამოქცეულია. სახლს მარცხნივ სამ, ხოლო მარჯვნივ ორსართულიანი თანამედროვე მინაშენები აქვს მიდგმული, რომლებიც უკანასკნელი რესტავრაციის დროსაა აგებული. სახლი გადახურულია მცირე ზომის სწორკუთხა სვეტებზე დამყარებული კრამიტის სახურავით, რაც ასევე რესტავრაციის დროინდელია. საფასადო მხრიდან სახლი 1 მეტრამდე მიწითაა დაფარული, უკანა მხარეს კი მიწა II სართულის დონემდე აღწევს. უკანა ფასადი აგურისა და რიყის ქვით ნაგებ ყრუ კედელს წარმოადგენს. რიყის ქვა საფასადო კედლის წყობაშიცაა ჩართული. II სართულზე ფასადს, როგორც ჩანს, აივანი ჰქონდა. კედელში დარჩენილია კოჭების ბუდეები და I სართულის დონეზე მრგვალი სვეტის ფრაგმენტი. I სართულზე იყო მარანი, შემორჩენილია ქვევრები. II სართულზე ბუხრებია შერჩენილი დეკორატიული მოხატულობით. სახლი სიღნაღური არქიტექტურის და საერთოდ, ქართული საცხოვრებელი სახლის მნიშვნელოვანი. ორივე გვერდითა მინაშენი უსახურია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 2
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: სიღნაღი
Settlement: სიღნაღი
Address: არსენას ქუჩა/13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე– 19 ს. დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.92227719
Y: 41.61466046