CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 187
ObjectID: 187
ID: 187
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ობიექტი მდებარეობს კვირიკე დიდისა და თუმანიანის ქუჩის კვეთაზე არსებულ მცირე მოედანზე, მიწის ნაკვეთის სიღრმეში და მოედნის მხრიდან გალავნის კედლითა და ცხაურით არის მოფარგლული. შენობის მთავარი ფასადი გალესილი და დაფერილია ღია ფერის საღებავით. საფასადე კომპოზიცია მართკუთხა ორმაგ საპირეებში ჩასმული მაღალი ფანჯრებითა და მათ შორის მოთავსებული პილასტრების თანმიმდევრული რიგით განისაზღვრება, რაც სურათს გაწონასწორებულს ხდის. პილასტრებზე დეკორატიული ანტაბლემენტია დაყრდნობილი. ფასადს, შუა ღერძიდან, მარცხნივ გაწეული სამკუთხა ფრონტონი აგვირგვინებს. ის მცირე ზომის რომბისებური ღიობებით არის გაფორმებული. როგორც ჩანს, ფასადის მარჯვენა კიდეზე შენობაში შესასვლელი კარი იყო გაჭრილი, დღეისათვის ის ამოშენებულია.
ეზოს მხარეს სახლი მცირე ზომის ბაქანზე დაყრდნობილი შუშაბანდით იხსნება. კიდევ ერთ მხარეს, სახლს, ერთსართულიანი დამხმარე მინაშენი აქვს, რომლის ინტერიერის დეტალები და კედლის წყობა სიძველეზე მიგვანიშნებს. მნიშვნელოვანია სახლის ურბანული მდებარეობა, რადგანაც ის მოედნის სივრცეს ერთი მხრიდან კეტავს და ისტორიული ქსოვილის ფარგლებში, სივრცითი პაუზის შემადგენელი ნაწილია.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: კვირიკე დიდი/78
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის ბოლო
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46169737
Y: 41.91685694