{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/184?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/184?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/184?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "184",
  "properties" : {
    "ObjectID" : 184,
    "ID" : 184,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით ნაგები სახლი ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე ერთსართულიანი გრძელი ფასადით გამოდის და თითქოს მის მოხაზულობას მიუყვება. იგი ქუჩის მხრიდან ერთსართულიანია, ეზოს მხარეს კი ორსართულად ვითარდება. ქუჩისპირა აგურის  ფასადი, ორ ნაწილად გამოიკვეთება. მარჯვენა მხარე მცირედით შვერილ ფლიგელს წარმოდგენს. მარცხენა ნაწილი ღიობების თანმიმდევრული რიგითაა დანაწევრებული, აქ ოთხი ფანჯარაა დატანილი, მათ შორის კი, კომპოზიციის შუა ღერძზე, ცრუსარკმელია მოქცეული. განაპირას მართკუთხა ფორმის სადარბაზოს კარია განთავსებული, რომელსაც მცირე კიბე და წინფრა ერთვის. ფანჯრების  ნახევარწრიული თავსართები აგურის სწორკუთხა საპირეებშია ჩასმული. ფანჯრებს ზემოთ კედელი მართკუთხა იმპოსტებითაა დანაწევრებული. ფანჯრების ქვემოთ ნახევარსარდაფის მართკუთხა ღიობებია განთავსებული. მარჯვენა, შვერილი ფლიგელი მართკუთხა ნიშებში მოქცეული თითო ცრუსარკმლითა და ფანჯრით განისაზღვრება.\r\nსახლის ოთხივე ფასადი  განსხვავებული საფასადე კომპოზიციით გამოირჩევა.  ანტონ კათალიკოსის ქუჩის მხარეს მიმართული ერთსართულიანი ნაწილი მთლიანად აგურის წყობაშია გადაწყვეტილი და მასზე აქცენტირებულია ღობებისა და ნიშების თაღოვანი ფორმები. ეზოს მხარეს მიმართულ ნაწილზე მეტად არის გამოყენებული შერეული წყობის ფრაგმენტები, რომლებიც განსაკუთრებულ ხასიათს სძენენ ამ ნაგებობას. ეზოსკენ მოქცეული ფასადი რიყის ქვისა და აგურის მონაცვლეობითი წყობით არის ამოყვანილი, სხვადასხვა ფორმის ღიობებიტა და ცრუსარკმლებით არის დანაწევრებული  და ხის ჭვირული მოაჯირით შემოსაზღვრული, ჭვირულივე, შეისრული თაღის მქონე, სიმეტრიულად ორნამენტირებული ფარდებით გაფორმებული, აგურის დაბალ საყრდენებზე დამყარებული აივანი ამკობს. აივნის ბაქანზე აღმავალი კიბეები აგურის დეკორატიულ წყობაშია გამოყვანილი. \r\nსახლი სამხრეთიდან შემოზღუდულია აუთენტური, შერეული წყობით ნაშენი გალავნით, რომელშიაც აგურის ხალიჩისებრი წყობის ფრაგმენტებია ჩართული. გალავნის ვიწრო წახნაგზე პილასტრებით მონიშნული და კრამიტით გადახურული ჭიშკარია მოთავსებული.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2008-10-31",
    "StatusDocNumber" : "3/221",
    "RegistryN" : "5911",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "კახეთი",
    "Municipality" : "თელავი",
    "Settlement" : "თელავი",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "XIX საუკუნის შუა წლები.",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 45.476524189999999,
    "Y" : 41.91808614
  }
}