CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 181
ObjectID: 181
ID: 181
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ძეგლის ფასადების მთავარ ეფექტს აგურის დეკორატიული წყობა განაპირობებს. რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით ნაგები მაღალი ცოკოლის ნაწილი, ქართული აგურით მოპირკეთებულ საფასადე წყობაში გადადის, რომელიც მდიდრულად არის დეკორირებული აგურისავე პროფილებითა და რუსტებით. კარისა და ფანჯრების ღიობები სწორკუთხაა. ძეგლზე შემონახულია ხის მასიური სადარბაზო კარი ლითონის ჭედური ელემენტებით კაზმული. სახურავს გასდევს წახნაგოვანი პროფილის მქონე აგურისავე კარნიზი.
ეზოს მხრიდან აივანი შემინულია და მთლიანადაა გადაკეთებულია. ინტერიერში შემორჩენილია ძველებური განჯინები და ბუხრები. შენობის სარდაფი თაღოვანია. სახლი გადახურულია მეტალოკრამიტით.
შენობა რეაბილიტირებულია 2010-12წწ-ში, რა დროსაც შეილესა და პირისფრად შეიღება გვერდითი ფასადები. გამოიცვალა ხის აივანი და კარ-ფანჯრის ალათები იდენტური ნახატის მქონე საღი მასალით.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუა წლები
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47394037
Y: 41.91936087