CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 177
ObjectID: 177
ID: 177
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ერთსართულიანი აგურითა და რიყის ქვით ნაშენი სახლი ჰორიზონტალურად ვითარდება. ის ცალ მხარეს აივნით არის გახსნილი. აივნის ჭვირული ნახატი ავთენტურია, ისევე, როგორც სახლის გადახურვა - კრამიტით და ინტერიერის შემადგენელი ელემენტები. სახლს შერჩენილი აქვს თავდაპირველი ხის კარ-ფანჯარა, საკეტები, იატაკის აგურის საფარი, სარდაფის ნაწილში ძველი ქვევრები, ძველი ავეჯი.
კედლები შიგნიდან კირის ხსნარით არის დაფარული, რომლის მიღმა შერეული წყობა და აგურით ამოყვანილი თაღოვანი ღიობები იკვეთება. სახლის ძირითადი ფასადით ვრცელი ეზოსკენ არის მიმართულიდა და ხის ჭვირული აივნით არის მოსაზღვრული, რომელიც ქვისა და აგურის შერეული წყობის მძლავრ კედელს ეყრდნობა. აივანი ორივე კიდიდან აგურის კედლით არის შეკრული, დღეისათვის მისი ნაწილი ხის დეტალებით არის ამოქოლილი. აივნის მოაჯირი ჯვარედინი ძელაკებით შედგება. ჭვირი ვარსკვლავების ფორმის ნახატით განისაზღვრება. ასეთივე ფორმის კბილანებით არის გაფორმებული ლავგარდანის ელემენტი. ინტერიერი გარე სივრცეს, თანმიმდევრულად განლაგებული თაღოვანი ღიობებით უკავშირდება.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: თამარ მეფე/35
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუა წლები
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.48534396
Y: 41.91631731