CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 168
ObjectID: 168
ID: 168
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: სამსართულიანი, აზიდული პროპორციების მქონე, წარმოსადეგი შენობა ნაშენია რიყის ქვისა და აგურის მონაცვლე რიგებით. ინტერიერი და ფასადების ნაწილი (ღიობების მოჩარჩოება) შელესილია. სართულშუა გადახურვისათვის და სახურავისათვის გამოყენებულია ხის კოჭები. სახლი გადახურულია თუნუქით. მიუხედავად მცირედი გადაკეთებებისა გეგმარებითი სტრუქტურა და დეკორის ელემენტები ძირითადად შენარჩუნებული აქვს.
II და IIIსართულის ოთახების განლაგება იდენტურია. ინტერიერი შელესილია და შეღებილია გვიანდელ პერიოდში. სართულებზე და სარდაფშიაც ტრადიციული "თელავური" ელემენტებით, თახჩებით და განჯინებით გაწყობილი. გათბობისათვის გამოყენებოდა კედლისღუმელები და ბუხრები. II და III სართულს, შემდგომ პერიოდში მიდგმული აქვს თითო მცირე მოცულობის ოთახი. მინაშენს ცალკე საყრდენი კედელი გააჩნია, რომლის ქვემოთ კედლის სისქეში თახჩებია ჩასმული.
განსაკუთრებით ღირებულია სახლის ნახევარსარდაფის სართული, რომელშიაც მოხვედრა ეზოდან არის შესაძლებელი. სართული გახსნილია აგურის სამი შეისრული თაღით, რომელთა მიღმა არსებული განსხვავებული ზომის ოთახები ერთმანეთისგან კედლით არის გამიჯნული. აღმოსავლეთის კედლის სისქეში კარი იყო ჩასმული. სავარაუდოდ ძეგლის ეს ნაწილი უფრო ადრეულია (XVIIIს.), ვიდრე ზედა ორი სართული, რაზედაც მიგვანიშნებს კედლის სახასიათო წყობა და თაღების შეისრული ფორმა. რეაბილიტაციის პროცესში ძეგლის ფასადები გაიწმინდა და მოწესრიგდა. ამასთან, მანსარდის სართულის მოწყობის მიზნით, შეუსაბამოდ ამაღლდა სხვენის სართული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 67
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ახოსპირელი/4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე–19 საუკუნის ბოლო
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;
საცხოვრისი>>ანფილადური;სამოსახლო/ურბანული;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>სასტუმრო;სხვა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46911292
Y: 41.92072516