CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 165
ObjectID: 165
ID: 165
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შენობა ამირეჯიბის ვიწრო ქუჩის ბოლოს, ქუჩათა კვეთაზე მდებარეობს და თავისი მდებარეობით, კონკრეტული ურბანულ მონაკვეთზე, ერთგვარ ქალქგეგმარებით ფუნქცასაც კისრულობს. ის განივი ფასადით ქუჩის არასწორ მოხაზულობას იმეორებს. ერთსართულიანი აგურის სახლი, მთავარი, განიერი ფასადით ქუჩის მხარეს გამოდის. საფასადე კომპოზიცია სადა და სიმეტრიულია. ფასადი რიტმულად ნაწევრდება 6 ღიობით, ორ-ორ სარკმელს შორის სადარბაზოს კარია განლაგებული. დაბალი თაღის მქონე ღიობში შეკიდული ორფრთიანი კარი ხის არის, ფანჯრებით, ლითონის ცხაურებით, სამკუთხა ფრონტონებითა და სხვადასხვა გამოსახულებებით გაფორმებული. ღიობი სადა საპირეშია ჩასმული და კარნიზული ტარო ამკობს. ლითონის მარკიზი სამკუთხაა, ქუჩასთან დამაკავშირებელი კიბე კი ერთსაფეხურიანი. სარკმლების თავსართები მორკალულია, მათაც ანალოგიურად, სადა საპირე და კარნიზული თარო ამკობს. საფასადე კომპოზიციის შუა ღერძი, პარაპეტში ჩასმული სარკმლითა და დაბალი ოთახით არის აქცენტირებული. სახლს კბილანისებრი ფრიზი მიუყვება, რომლის თავზე, პარაპეტის ნაწილიც, აგურისავე წყობის მართკუთხა ნიშებით არის დანაწევრებული. აღწერილი კომპოზიცია, კიდეებზე მოქცეული სადა პილასტრებით იკვრება.
გვერდითი, დაბალი ფრონტონის მქონე ფასადი შერეული წყობით არის ნაშენი, მასზე ირეგულარულად განაწილებულია ანალოგიური სამკაულით გაფორმებული ღიობები. პირველ სართულზე ფარეხის ტანამედროვე კარია მოთავსებული. ეზოსკენ მოქცეული ფასადი ხის აივნით განისაზღვრებოდა, რომელიც დრეისათვის ამოშენებულია. ნაგებობა დახურულია თუნუქით.
შენობა მე-20 საუკუნის დასწყისის თელავის არქიეტქტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 101
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჭ. ამირეჯიბი/11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე–19 ს. ბოლო
InitialFunction: საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47961231
Y: 41.91684012