CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 162
ObjectID: 162
ID: 162
Name: ფერისცვალების საკათედრო ტაძარი
FullName: ღვთაების ეკლესია
Description: ეკლესია შემაღლებულ ბორცვზე, ისტორიული თელავის ცენტრალურ ნაწილში დგას. მისკენ ვაჟა-ფშაველას ქუჩით ავდივართ. ეკლესიას ქუჩიდან მაღალი ზღუდე-გალავანი ესაზღვრება. ეზო ხალვათია, ქვით გაწყობილი, ხეებითა და მცენარეებით გაშენებული. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, გვიან შუა საუკუნეებში რამდენადმე გადაკეთებული. ბაზილიკის კორპუსს სახურავზე სამრეკლოს თაღოვანი ფანჩატური ადგას. სამრეკლო მთლიანად აგურით არის ნაშენი. კედლის წყობა უხეში რიყის ქვის არის, კარნიზები და წირთხლები აგურითაა გამოყვანილი. სარკმლების თავდაპირველი მოხაზულობა შეისრული იყო, ახლა მომრგვალებულია. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს მოწყობილი, კედლები თიტქმის შეუმკობელია, მხოლოდ დასავლეთ კედელის ცენტრალურ არეზე, აგურის სიბრტყეში, სამი ჯვარია ჩაკვეთილი.
თაღოვანი კარიბჭე შიგნიდანაა მოხატული. ეკლესიის შიდა სივრცე შეისრული კამარებით არის შეკრული. სარკმლების მოხაზულობაც, შიდა მხარეს, შეისრულია. ინტერიერი სახეცვლილია, გადალესილია ცემენტით. მხატვრობის კვალი არ ჩანს. კანკელი XIXს. რუსული საეკლესიო ტრადიციის მიხედვით ხატებითაა გაწყობილი.
ეზოში გვიან ჩაშენდა სატრაპეზოს შენობა, რომელიც ვარდისფერი ტუფით არის ნაგები, მას უკანა მხარეს კელიები ერთვის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 235
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ვაჟა-ფშაველა/8
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს; განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.; გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.; ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>სამნავიანი ბაზილიკა;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>სამნავიანი ბაზილიკა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47166565
Y: 41.92086806