ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 152
ObjectID: 152
ID: 152
Name: ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა
FullName: ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა
Description: ნაგებობა ერეკლე II-ის გამზირის მხრიდან სართულნახევრიანია და ქუჩის მხარეს ღიობებით გამოდის. განიერი ხის ჭვირული აივანი მასზე გამავალი სწორკუთხა ალათებიანი კარ-ფანჯრების რიგით. სარდაფი მაღალი, მცირე ფანჯრებით განათებული, ხის აივნის კარნიზი პროფილირებული, მასზე ასასვლელი ხის კიბე რიკულებიანი(გვიანდელი), ოთახებში შემორჩენილია მხოლოდ კარ-ფანჯარა, იატაკი შეცვლილია. სახლის უკანა ფასადი მაღალი, ორსართულიანია, პირველ სართულზე სავაჭრო რიგის თაღედის ოთხი ნიშაა, ფანჯრები შეცვლილია, მეორე სართულზე ხის ღია ჭვირული აივანი აფრებითა და დასვრეტილი სვეტისთავებით. ძეგლის მოედნისკენ მიმართული ფასადი ხის სვეტებიანი აივნით არის გაფორმებული, ღიობების ალათები დეკორატიული ნახატისაა. ამავე მხარეს მიმართული გვერდით ნაწილი დაგვირგვინებულია სამკუთხა ფრონტონით. სახლის გვერდითი ფასადი სრულიად სადაა (გვიან გაჭრილი სარკმლით), ხოლო უკანა მხარეს ორი ფანჯარა დასამი აივანზე გამავალი ღიობი ფიქსირდება. ამ ღიობების თაღოვანი თავსართების თავზე არსებული ხის ძელების მიხედვითაღდგენილიაამ ადგილზე ადრე არსებული ხის გადახურული აივანი. სარდაფი გახსნილია თაღოვანი მალებით. ქვედა სართულის კედლები გაულესავია, გამოჩენილია შერეული, აგურისა და ქვის წყობის მომხიბვლელობა. მეორე სართულის ოთახების შიგთავსი გალესილი და გატიხრულია. ინტერიერში შემორჩენილია ხის კედლის კარადები ე.წ. „თახჩები“, როგორც თელავური სახლის ერთ-ერთი მახასიათებელი. პირველი სართულის სავაჭრო რიგის ღიობები ხელახლა აღდგენილია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 97
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ერეკლე II/4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე–19 საუკუნის მეორე ნახევარი
InitialFunction: საცხოვრისი;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47284955
Y: 41.91873704