ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 148
ObjectID: 148
ID: 148
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ცოკოლზე მდგარი ერთსართულიანი, აგურის საცოხვრებელი სახლი ქალაქ თელავში, კორძაძის ქუჩაზე მდებარეობს. ქუჩის მხარეს გამომავალი, აგურის მთავარი ფასადი, ყურადღებას იქცევს თავისი დეკორატიული გადაწყვეტით. სიბრტყე განიერი სწორკუთხა სარკმლებით და მათ შორის განთავსებული ყრუ ნიშით რიტმულად ნაწევრდება. თითოეულ ფანჯარას, თავსა და ქვემოთ, მართკუთხა ჰორიზონტალური შეღრმავებებია დატანილი, რომლებიც ლაჟვარდისფრად არის დაფარული. სწორედ ეს ლაჟვარდისფერი ნიშები, შენობას, განსხვავებულ იერს აძლევს. შენობა მაღალი ფრიზითა და ფრონტონით სრულდება, რომელშიც ორი პატარა დეკორატიული სარკმელია გაჭრილი. ეზოს მხარეს არსებული ფასადი შეცვლილია, აივანი ამოშენებულია შუშაბანდად. ვიწრო მართკუთხა ნიშები კარისა და სარკმლების თავზე, შიდა ფასადზეც მეორდება. ინტერიერში შემორჩენილია ავთენტური დეტალები, როგორიცაა ხის თახჩები, კედლის ღუმელი, ლითონის ჭედური კარით და ა.შ. აღსანიშნავია ოთახების დამაკავშირებელი ღიობების გაფორმება, მართკუთხა ნიშების სახით. სარკმლის წირთხლები შიდა სივრცისკენ გაშლილია და ხის დარაბები ერთვის. სახლს გააჩნია ღირებული სარდაფი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 222
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: კორძაძე/5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე–19 ს. დას.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46612456
Y: 41.91882503