ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 147
ObjectID: 147
ID: 147
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ერთ სართულიანი სიგრძივ ღერძზე წაგრძელებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც ქალაქ თელავში კორძაძის ქუჩაზე მდებარეობს, გამოირჩევა მოხდენილი ფასადით. სარკმელთა ღიობები მიწის დონესთან ძალიან ახლოს არის გაჭრილი. ფასადი რიტმულად დანაწევრებულია დიდი, თაღოვანი თავსართებით დასრულებული სარკმლებით. ფასადს ამკობს აგურში ამოყვანილი პროფილები: კედლის რუსტირებული წყობა, პილასტრები, რომლებიც ღიობებს შორის არის ჩართული, სარკმელთა ქვეშ დეკორატიული ღიობები, კარნიზი. მთავარი ფასადი საკმაოდ მაღალი და დეკორატიული პარაპეტით სრულდება, რომელსაც აგურით გამოყვანილი დეკორატიული სარტყელი და მართკუთხა ჩაღრმავებული ნიშები გასდევს. სახლს განსაკუთრებულ იერს, ცენტრალური შესასვლელის თავზე მოთავსებული მზის საათი სძენს, რომელსაც ერთსა და მეორე მხარეს წრიული აგურის პილასტრი მონიშნავს. ნახევარწრიული მოყვანილობის პილასტრებს ვხვდებით სადარბაზოს კარის ერთსა და მეორე მხარესაც. ეზოსფასადი გადაკეთებულია, მიდგმული აქვს სხვადასხვა სათავსოები, რომლებიც ნაგებობას ძლიერ უცვლის ავთენტურ სახეს. გალესილი კედლები შეუმკობელი ღიობებით არის დანაწევრებული. ინტერიერს ეზოსთან თანამედროვე უსახური კიბეები აკავშირებს. აღწერილი ნაგებობა სისადავით გამოირჩევა, ხუროთმოძღვრული სამკაული ქუჩის მიმყოლად განვითარებულ ფასადს რიტმულსა და გაწონასწორებულს ხდის, რაც მის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირსებას ერთი-ორად ზრდის.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 221
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: კორძაძე/2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე–19 საუკუნის ბოლო
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46681765
Y: 41.91884922