ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 145
ObjectID: 145
ID: 145
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი, მაღალი და კოხტა პროპორციების მქონე აგურის სახლი თელავის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. სახლი ნაგებია აგურითა და ქვით, რაც ტრადიციულია ადგილობრივი არქიტექტურისათვის. პირველი სართულის ფასადი შელესილი და შეღებილია, მეორე სართულის აგურის ფასადზე კი კარგად იკითხება ამავე მასალით გამოყვანილი დეკორატიული მარტივი პროფილები. სახლს, მთავარი ფასადის მხარეს, აგვირგვინებს ნახევარწრიული ვიწრო კოშკურა-ფრონტონი საათისა და ინიციალების გამოსახულებით. პირველი და მეორე სართულის სარკმლები სწორკუთხაა, ფრიზი გადმოწეული პროფილირებული. პირველ სართულზე, მართკუთხა ნიშებში თითო სარკმელია გაჭრილი. ფასადის განაპირა ნაწილებში კი სადარბაზოს კარებია მოქცეული, რომლებსაც ორქანობა წინფრები ასრულებს და რამდენიმესაფეხურიანი კიბეები ერთვის. სადარბაზოს ხის კარი სადაა (სავარაუდოდ განახლებული). მეორე სართულის აგურის ფასადი ძალზე დეკორატიული და ცოცხალია. მარტივი გეომეტრიული ფორმები ამკობს სარკმლის თავსართებს. ფანჯრებს შორის არსებულ არეებზე რუსტირებული პილასტრებია ართული. სახლის უკანა ფასადზე იკითხება აგურის ჰორიზონტალური დეკორატიული წყობა. სადარბაზოდან უშუალოდ ეზოში მდებარე ღია აივანზე ვხვდებით. ეზო რთული გეგმარებისაა. არასწორხაზოვან ფასადს აივნები ამკობს და კიბეები ერთვის პირველი სართულის აივნის შეუმკობელი სვეტები სქელი და წახნაგოვანია, აივნის მოაჯირი ჭვირული, მდიდრულად დეკორირებულია. მეორე სართულზე დეკორატიული ხის აივანი შემინულ ლოჯიად არის გადაკეთებული, თუმცა აჟურული ფარდები მაინც იკითხება. ფარდების კომპოზიცია სიმეტრიული და ორნამენტით დატვირთულია. სახლი მაღალი აგურითა და ქვით ნაშენ სარდაფს შეიცავს, რომელსაც დღეს კომერციული დანიშნულება აქვს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 219
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: სააკაძე/მოედანი 5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1900-იანი წწ.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;ფუნქციის გარეშე;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47085036
Y: 41.91886086