CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 143
ObjectID: 143
ID: 143
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ქართული აგურით ნაშენი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს. სახლი მცირე ცოკოლით ორგანულად არის მორგებული მსუბუქად დაქანებულ რელიეფს. შენობა გადახურულია კრამიტით. მთავარი ფასადი, რომელიც ქუჩის მხარეს გამოდის, რიტმულად არის დანაწევრებული ნახევარწრიულ მოჩარჩოებაში ჩასმული სარკმლებით. ფასადი შემკულია აგურში ამოყვანილი მარტივი პროფილებითა და კარნიზით. შენობა დაგვირგვინებულია მაღალი ფრონტონით, სადაც სამი წრიული, პატარა ღიობია გაჭრილი. ფასადის მარცხენა კიდეზე, სახლში შესასვლელი ფლიგელი იყო გამართული. კარი დღეისათვის ამოშენებულია. შენობას მცირე ეზოს მხარეს, ამკობს, ხის ჭვირული გადახურული აივანი, რომლის მოკლე წახნაგიც ქუჩისკენ გამოდის. აივანი შემოსაზღვრულია ჭვირული მოაჯირით და შემკულია სწორკუთხა, სიმეტრიული სურათის მქონე ფარდებით, სადაც ყურადღებას იქცევს დახვეწილი ორნამენტი. აივანზე ეზოდან მოწყობილი პატარა კიბით ვხვდებით. ინტერიერი გარე სივრცეს, მსუბუქად ტაღოვანი ღიობებით უკავშირდება. შენობის გვერდით ფასადებზე შეინიშნება მცირე სათავსები, რომლებიც, როგორც ჩანს, გვიან მიაშენეს. საცხოვრებელ სახლს აქვს აგურითა და ქვით ამოყვანილი მაღალი ნახევარსარდაფი, რომელიც ნათდება ნახევარსარკმელებით. აქ შემონახულია პატარა ბუხარი, და სხვადასხვა ზომის თახჩები. ინტერიერში შერჩენილია ძველი კარ-ფანჯარა, იატაკი და შელამფული ჭერი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 217
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: რუსთაველი/13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე–19 საუკუნის შუა წლები
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47819968
Y: 41.9175135