CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 142
ObjectID: 142
ID: 142
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი, აგურისაგან ნაგები შენობა გამოირჩევა თავისი მდებარეობითა და ფასადების კომპოზიციის გადაწყვეტით. მისი მთავარი ფასადის პირველ სართულზე, დღეს, სავაჭო სივრცეა მოწყობილი - ფართე ღიობები ხის დარაბებით არის დამშვენებული. აქვე წარმოდგენილია სადარბაზოს ხის დეკორატიული კარი, რომელიც ფლანკირებულია აგურის წყობით ამოყვანილი, პილასტრებად განლაგებული, სხვადასხვა ზომის, რუსტებით და დაგვირგვინებულია პატარა წინფრით. დამრეცი რელიეფის გამო, საფასადე ელემენტები არათანაბარია. მეორე სართულის კარ-ფანჯრების ალათები დაბალი თაღის ფორმას იმეორებს. სადარბაზოს კარის თავზე, დიდი ზომის ფანჯარაა მოქცეული. სარკმლებს შორის არეები, ისევე როგორც საფასადე კომპოზიციის კიდეები, რუსტირებული პილასტრებით არის მონიშნული. მეორე სართულს ხის, ლამაზი, ჭვირული აივანი ამშვენებს, რომელსაც მსუბუქი ორნამენტის მქონე ფარდები ამკობს. ფასადი დაგვირგვინებულია დეკორატიული კარნიზითა და მაღალი პარაპეთით, რომლის ცენტრშიც აგურით ამოყვანილი ჯვარია ჩართული. შენობა ეზოს მხრიდანაც ხის ფართე აივნით არის გახსნილი, რომელიც მას ფასადის მთელ სიგრძეზე გასდევს. აივანი მსუბუქი და კოხტა პროპორციების მქონე კვადრატული გეგმის მქონე აგურის სვეტებს ეყრდნობა. გვერდითი ფასადები შეულესავია და კარგად იკითხება აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობითი წყობა. კედლები რამდენიმე ღიობით არის დანაწევრებული.
აგურითა და რიყის ქვით მოპორკეთებულ სარდაფში დღეს რესტორანია მოწყობილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 216
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: რუსთაველი/7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე–19 საუკუნის შუა წლები
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47746042
Y: 41.91733234