CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 136
ObjectID: 136
ID: 136
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შენობა ეზოს სიღრმეში დგას და მეტნაკლებად არათანაბარ რელიეფს ორგანულად არის მორგებული. ორსართულიანი აგურით ნაგები შენობა მოხდენილი პროპორციითა და მასშტაბით გამოირჩევა. შენობა ეზოს მხარეს ორსართულიანი დეკორატიული ხის აივნით იხსნება. უკანა მხარე, შერეული წყობით ნაშენი ყრუ კედლით ხასიათდება. ნაგებობა აგურის მცირე საყრდენებს არის დამყარბული, რომლის მიღმაც, შენობის ქვეშ, სარდაფის სართულია მოქცეული.
შენობის მთავარ გამომსახველობას, ორ სართულად განლაგებული ხის ჭვირული აივანი წარმოადგენს. პირველი სართულის მოაჯირები ტიტების ფორმის დეკორატიულ კვეთას ეფუძნება. მეორე სართულის მოაჯირები ვარსკვლავის დეკორატიული კვეთილი ფორმით არის აქცენტირებული. გადმოცემის მიხედვით, ეზოსკენ მიმართული ფასადი, სახლის დურგალი მეპატრონის ინტერპრეტაციით არის შექმნილი. შენობის საერთო მხატვრულ მახვილს აძლიერებს პირველი სართულის კედლის მოხატულობა, რომელიც ლავგარდანზე გასდევს კედელს და ღიობებს წერტილების ფორმით შემოუყვება. კარ-ფანჯრების ალათები ნახევარწრიული მოხაზულობისაა. აივნის ნაწილი შუშაბანდად არის გადაკეთებული. მეორე სართული, ეზოს, შენობის პერპენდიკულარულად მდგარი ხის გადახურული კიბით უკავშირდება.
შენობა საკმაოდ მაღალი ხმატვრულ-არქიეტქტურული ღირებულების არის. შეიძლება ითქვას, რომ ის „თელავური მოდერნის“ საინტერესო ნიმუშია და ქალაქის მატერიალური მემკვიდრეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 209
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: კიკვიძე/5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
DateRangeFrom: მე–19 ს. ბოლო
DateRangeTo: მე–20 ს. დასაწყისი
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47215942
Y: 41.91941121