CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 131
ObjectID: 131
ID: 131
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ერთსართულიანი ცოკოლზე მდგარი, მართკუთხა გეგმარების მქონე სახლი კოხტა პროპორციებით გამოირჩევა. ნაგებობა 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს და გვერდითი სადა ფასადით გამოდის ცენტრალურ ქუჩაზე. სახლის მშენებლობისთვის გამოყენებულია აგური, თუმცა, თანამედროვე ცემენტის ნალესობის გამო, თავდაპირველი წყობა, კედლებზე, აღარ იკითხება. ახალი ნალესობა ავთენტურ იერსახეს ძლიერ ცვლის. როგროც აღვნიშნეთ, ქუჩის მხარეს გამომავალი ფასადი სადაა, დეკორის გარეშე, მას მხოლოდ მორკალული თავსართით დასრულებული 2 სარკმელი ანაწევრებს და დაბალი ფრონტონით სრულდება. შენობის მთავარ სამკაულს ეზოს მხარეს არსებული ხის, გადახურული, ჭვირული მოაჯირით შემოსაზღვრული აივანი წარმოადგენს, რომელიც ფასადს მთელ სიგრძეზე ამკობს. აღნიშნული ფასადი დაფარულია დეკორატიული ნალესობით და დანაწებვრებულია სადა კარ-სარკმლით. ღიობებს თაღოვანი თავსართი ამკობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 204
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: 9 აპრილი/1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე– 19 საუკუნის 1–ლი ნახევარი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47538685
Y: 41.91585335