{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/123?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/123?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/123?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "123",
  "properties" : {
    "ObjectID" : 123,
    "ID" : 123,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "ორსართულიანი, ირეგულარული გეგმარების მქონე საცხოვრებელი სახლი, რომელიც ქალაქ თელავში ნადიკვარის ქუჩაზე მდებარეობს, გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით და ფასადთა გადაწყვეტით. თვალში საცემია მეორე სართულის ხის დიდი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, მოვარაყებული აივნები, ხისავე კიბითა და მძლავრი წრიული და მართკუთხა გეგმის მქონე სვეტებით, რომლებსაც ისინი ეყრდნობა. ერთი მათგანი ეზოსკენ, მეორე კი -ქუჩისკენ იხსნება. ეზოს მხარეს მოქცეული აივანი, შენობას კუთხით შემოწერს და ორ ფასადზე ვითარდება, ეზოსთან დამაკავშირებელი კიბეც მისსავე სტრუქტურაში, ფასადის მიმყოლად არის განთავსებული. ქუჩისკენ მოქცეულ აივანს კი ცალკე მდგომი, ორმარშიანი გადახურული კიბე ერთვის. აივნების ნაწილი შუშაბანდებად არის გადაკეთებული. ერთმანეთს არათანაბრად დაშორებულ ხის სვეტებს შორის ჭვირული მოაჯირი და პომპეზური ფარდებია ჩართული. ირეგულარული თაღის მქონე ფარდები, გამოსახულებით დატვირთულია.\r\nსახლის ფასადთა ნალესობა განახლებულია და შეღებილია მონაცრისფროდ. სამშენებლო მასალად გამოყენებულია კახეთის არქიტექტურისათვის ტრადიციული რიყის ქვა, ქართული აგური, შენობა გადახურულია მეტალოკრამიტით. თუ არ ჩავთვლით მეორე სართულის ხის აივნების და შუშაბანდების დეკორატიულ კომპოზიციას, თავისი ჭვირული ორნამენტებით, შეიძლება ითქვას, რომ თავად ფასადები ძალიან სადაა. პირველი სართულის სწორკუთხა მოჩარჩოების კარ-სარკმლები მოკლებულია ყოველგვარ დეკორს, მათ მხოლოდ სოლისებური ქვა ამშვენებს, განსხვავებით მეორე სართულის სარკმელთა ნალისებური მოხაზულობის თავსართებისგან, რომლის ფორმასაც ერთიანი კარნიზი შემოწერს. \r\nსახლს აგურით ამოყვანილი მაღალი ნახევარსარდაფი აქვს. ქუჩის მხრიდან სახლი შემოზღუდულია აგურისა და ქვის, ცხაურებჩართული გალავნით.\r\nნაგებობა, დღეისათვის, ძლიერ არის გადაკეთებული მიშენებებით. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2006-02-23",
    "StatusDocNumber" : "3/46",
    "RegistryN" : "195",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "კახეთი",
    "Municipality" : "თელავი",
    "Settlement" : "თელავი",
    "Address" : "ნადიკვარი/12",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე–19 ს. 1–ლი ნახ.",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 45.475881299999998,
    "Y" : 41.915871330000002
  }
}