ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 121
ObjectID: 121
ID: 121
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორ სართულიანი, კოხტა პროპორციების მქონე საცხოვრებელი სახლი ბატონის ციხის სამხრეთით ნადიკვარის ქუჩის და ახვლედიანის ქუჩის კვეთასთან მდებარეობს. აგურის, დეკორატიული, სადა ფასადით გამორჩეული სახლი გადახურულია თუნუქის სახურავით. მთავარი ფასადის სამკაულს აგურის მარტივი პროფილები წარმოადგენს, მათ შორს, კარ-სარკმლის სწორკუთხა ალათები, აგურის დეკორატიული წყობით ამოყვანილი თავსართები, კბილანისებური, ფრაგმენტული კარნიზი, პილასტრები და პარაპეტისა და მეორე სართულის მართკუთხა ჩაღრმავებული ნიშები. პირველ სართულზე განლაგებული პილასტრები რუსტირებულია, მეორე სართულისა კი - გლუვი. ისინი ღიობებს შორის არის მოტავსებული და ფასადზე რიტმსა და დინამიკას ქმნის. ასევე აღნიშვნის ღირსია სადარბაზოს ხის დეკორატიული ავთენტური კარი, სამკუთხა ფრონტონებითა და სხვადასხვა დეტალებით, ლითონის ჭიშკარი და მეორე სართულზე მოთავსებული, მოვარაყებული ლითონისავე აივანი. აღნიშნული არქიტექტურული ელემენტები, საფასადე კომპოზიციაზე, ასიმეტრიულად არის განაწილებული. ხელმარჯვნივ ალაყაფის კარით ღრმა აგურისა და რიყის ქვით ამოშენებულ გვირაბში შევდივართ, ახლა ის შეშის შესანახად გამოიყენება. ეზოს მხარეს სახლი ძლიერ არის დაზიანებული და გადაკეთებული, შერჩენილია ხის კიბეები, (მძიმე მდგომარეობაში), ხის აივნები ჩამორღვეულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 193
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ნადიკვარი/3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე–20 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.475026
Y: 41.91662736