ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 117
ObjectID: 117
ID: 117
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი, მართკუთხა გეგმარების, სიგრძივ ღერძზე წაგრძელებული, ეზოს სიღრმეში მდგარი საცხოვრებელი სახლი კვირიკე დიდის ქუჩაზე მდებარეობს და ქუჩის მხარეს, ქვითა და აგურით ნაგები, ლითონის ცხაურებჩართული, ზღუდე-გალავნით არის მოსაზღვრული. გალავნის კედელი შერეული წყობით არის ნაშენი, რომელზედაც მცირე ზომის აგურში ამოყვანილი, კვადრატული სვეტებია დატანებული. ცალ მხარეს აგურის შესასვლელი ალაყაფი აქვს, რომლის ხის კარი განახლებულია და პროფილებითა და მარკიზით არის გაფორმებული. კარი, ეზოს მხრიდან, სადაა და ხის წინფრა ერთვის. ორსართულიანი სახლი ძლიერ არის გადაკეთებული. გადახურვა მეტალოკრამიტის არის. მთავარ ფასადზე ხის ღია აივნები შუშაბანდებად არის შემინული, კედლები კი გალესილია ცემენტით, რაც, ნაგებობას, თავდაპირველ სახეს ძალიან უკარგავს. პირველი სართულისა და გვერდით ფასადის კედლებზე ადგილობრივი არქიტექტურისთვის დამახასიათებელი აგურისა და ქვის შერეული წყობა იკითხება, სარკმლების თაღოვანი მოხაზულობა და თავსართები აგურის დეკორატიული წყობით არის გამოყვანილი. სახლი ჩიხის მხარესაც ვითარდება, ძველი ნაწილიდან აქ შემორჩენილია მცირე ხის კიბე და აივანი , რომელზეც სახასიათო დეკორატიული ლილვებით დასრულებული ფანჯრები გამოდის. აღსანიშნავია სახლში შემორჩენილი უძველესი მარანი და მხატვრულად გაფორმებული სარდაფი. სამშენებლო მასალად, აქაც, ქვა და ქართული აგური გვხვდება. სარდაფის დათვალიერებისას თვალშისაცემია აგურის დეკორატიული წყობით შესრულებული სხვადასხვა ფორმისა და ზომის თახჩები, სარკმლები, კარები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 189
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: კვირიკე დიდი/16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე–19 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46909312
Y: 41.91825674