CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 113
ObjectID: 113
ID: 113
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნული საცოხვრებელი სახლი ჭავჭავაძის ქუჩის განაპირას მდებარეობს. სამშენებლო მასალად ადგილობრივი არქიტექტურისათვის დამახასიათებელი რიყის ქვა, ქართული აგური და ხეა გამოყენებული. ფასადი ნაწილობრივ დაფარულია კირის ნალესობით. სახლის გადახურვა განახლებულია, დაბურვილია თუნუქის სახურავით. მთავარი ფასადი ძლიერ სახეცვლილია, თავდაპირველად, პირველ სართულზე, ფართე ღიობებით წარმოდგენილი სავაჭრო რიგი იყო განთავსებული. დღეისათვის, აგურში ამოყვანილ შემორჩენილ თაღედში, ერთი ფანჯარაა მოქცეული. მეორე სართულზე არსებული ხის ჭვირული აივანი ჩამორღვეულია, შეცვლილია კარ-სარკმლების ალათებიც, თავდაპირველად, ისინი მართკუთხა იყო. თავად ღიობები, ღრმა მორკალულ ნიშებში იყო ჩასმული. სახლი აგურის დეკორატიული წყობით არის გაწყობილი. გვერდითი ფასადი ქვისა და აგური მწყობრი წყობით ხასიათდება და დაუნაწევრებელია. ეზოში მოხვედრა ღრმა ალაყაფის კარით იყო შესაძლებელი, მაგრამ ეზოს მხარეს სახლის არქიტექტურა მთლიანად სახეცვლილია. თავდაპირველ, ავთენტურ შენობაზე მიდგმულია უსახური თანამედროვე შენობები, რომელბიც ძლიერ განსხვავდება თავისი მხატვრული გადაწყვეტით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 185
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჭავჭავაძე/239
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე–19 საუკუნის II ნახევარი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.45683846
Y: 41.92505747