CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 112
ObjectID: 112
ID: 112
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი, მცირე მასშტაბის, კოხტა პროპორციების მქონე საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს. შენობა გადახურულია ძველი, ავთენტრუი კრამიტით. აგურითა და რიყის ქვით ნაგები სახლის პირველი სართულის ფასადი, დღეს, ძლიერ სახეცვლილია, ის გალესილია და შეღებილია ცისფრად. შეცვლილია კარ-სარკმლის მასალაცა და მოყვანილობაც. მეორე სართულის ფასადი სიმეტრიულია და სადად არის გადაწყვეტილი. ის შუა ღერძზე მოქცეული, დღეისათვის ამოშენებული კარის ღიობითა და მის ორსავ მხარეს განაწილებული თითო სარკმლით არის დანაწევრებული. ღიობები დაბალი თაღით სრულდება და სადა საპირე შემოსაზღვრავს. როგორც ჩანს, მეორე სართულზე აივანი იყო შეკიდული, რომელიც დღეს მორღვეულია. ფასადი დასრულებულია ფრონტონით. გვერდითი ფასადებზე იკითხება აგურისა და ქვის მონაცვლეობითი წყობა, რაც ადგილობრივ არქიტექტურას ახასიათებს. ის ღიობებით არის დანაწევრებული. სახლს მარცხენა მხარეს აქვს მინაშენი. შენობაში შესასვლელი ეზოდან არის მოწყობილი. საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ნახევრად დანგრეულ ნაგებობაში, შემონახულია აგურში ამოყვანილი კედლის ნაშთები, თახჩებითა და ბუხრით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 183
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჭავჭავაძე/213
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე–19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.45786628
Y: 41.92482592