ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 111
ObjectID: 111
ID: 111
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი მაღალი მართკუთხა გეგმარების მქონე აგურის შენობა ქალაქ თელავში ჭავჭავაძს ქუჩაზე მდებარეობს და ყურადღებას იპყრობს თავისი მოწესრიგებული, კოხტა, აგურით დეკორირებული წარმოსადეგი ფასადით. დამრეცი რელიეფის გამო, ის, არათანაბარია. მთავარი ფასადი ასიმეტრიულია და შემკულია აგურში ამოყვანილი არქიტექტურული ელემენტებით, თუმცა საერთო ჯამში, იგი სადა კომპოზიციით გამოირჩევა. ის ოდნავ მორკალული თავსართიანი კარ-სარკმლებით არის დანაწევრებული. თითოეული ღიობის თავზე აგურში ცრუ სოლისებური ქვაა გამოყენებული. შუა ღერძზე, განსხვავებული სამკაულით, ერთგვარი რიზალიტია გამოკვეთილი, რომელიც მეორე სართულზე ნახევარწრიული, კაპიტელებით შემკული ორმაგი პილასტრით განისაზღვრება. აღნიშნულ კომპოზიციას მაღალი, რკალური ატიკი აგვირგვინებს, რაც ცენტრალურ ღერძს კიდევ უფრო გამოკვეთს. მასში, ერთიან ფილაზე, აგების თარიღი, 1902 წელი იკითხება. ღიობებს შორის, პირველ სართულზე, რუსტირებული, მეორეზე კი, გლუვი პილასტრებია მოქცეული. რიზალიტსა და შუა ღერძიდან მარცხნივ, ერთ-ერთი ღიობის ქვეშ, ფასადზე შეკიდული ლითონის აივნის სიმეტრიულად, დამატებით აივნის კვალი შეინიშნება. ფასადზე შემორჩენილ აივნს მსუბუქი, მუცლიანი მოაჯირი საზღვრავს, რომელშიც ლითონისავე ფირფიტებით, ინიციალი "ნზა" შედუღებული. ფასადის მარჯვენა განაპირა ნაწილზე მოქცეული სარკმელი, შედარებით დიდია. პირველ სართულზე ის ამოშენებულია. საფასადე კომპოზიციას კბილანისებური კარნიზით გამიჯნული, რუსტებით დანაწევრებული პარაპეტი ასრულებს. აგურში ამოყვანილი დეკორატიული ელემენტები, მნიშვნელოვნად აცოცხლებს ფასადს. სახლს, მარჯვენა მხრიდან, ერთი სართულის სიმაღლის ნაგებობა ერთვის, რომელიც სახეცვლილია. გვერდით ფასადზე კარგად იკითხება კახური არქიტექტურისათვის დამახასიათებელ ქვისა და აგურის შერეული წყობა, რომელიც ერთგავი დეკორის როლს თამაშობს. ეზოს მხარე სახეცვლილია, ამოშენებული და შელესილი ცემენტით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 182
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჭავჭავაძე/213
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1902 წ.
InitialFunction: საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.45902945
Y: 41.92428197