CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 109
ObjectID: 109
ID: 109
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი, ძველთელავური აგურის სახლი გამოირჩევა თავისი კომპაქტური პროპორციებითა და ლამაზი, ჭვირული შეკიდული აივნით. სახლი აგებულია ქვისა და აგურისაგან, რაც ტრადიციულია ადგილობრივი არქიტექტურისათვის და გადახურულია კრამიტით. მისი მთავარი ფასადი ასიმეტრიულია და მთლიანად მოკლებულია რაიმე სახის შემკულობას, თუ არ ჩავთვლით მეორე სართულის ხის ჭვირულ აივანს. ფასადზე გაჭრილი სწორკუთხა, ისევე როგორც ალაყაფის კარის ჭრილი, სწორკუთხა მოყვანილობისაა. ფასადი შელესილი და შეღებილია მოთეთრო ტონით. აღსანიშნავია, რომ ფასადი მსუბუქად სახეცვლილია. დაპატარავებულია სარკმლების ჭრილი, მეორე სართულზე და აივნის ქვეშ, ჩამოყრილი ნალესობის მიღმა მოსჩანს თეთრი აგური. შეუმკობელ ფასადს ხის ჭვირული აივანი მრავალფეროვნებას მატებს. ჭვირულ მოაჯირში ჩართულ, არათანაბრად დაშორებულ სვეტებს კაპიტელები და მათ ზემოთ მოქცეული მოხარატებული ელემენტები ამკობს. მათ შორის კი შეისრული თაღის ფორმის, სიმეტრიული სურათით შევსებული ფარდებია მოქცეული.
ეზოს მხარეს გამავალი ფასადიც შემკულია ხის აივნით, ხოლო გვერდითი ფასადზე კარგად იკითხება ტრადიციული აგურისა და ქვის დეკორატიული კედლის წყობა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 180
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჭავჭავაძე/178
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე–19 საუკუნის II ნახევარი
InitialFunction: საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.45990429
Y: 41.92413402