CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 103
ObjectID: 103
ID: 103
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ერთსართულიანი, ტიპურად სავაჭრო დანიშნულების აგურის ნაგებობა, დამახასიათებელია თელავის მე-19 საუკუნის განაშენიანების ბირთვისათვის. სახლი იმთავითვე სავაჭრო ობიექტს წარმოადგენდა და განივი ღიობებით გაფორმებული ფასადი დახლებისათვის იყო განკუთვნილი. ფასადის კომპოზიციაში გამოკვეთილია ორი მართკუთხა ნიში, რომელშიც თაღოვანი ღიობებია ჩასმული. დროთა განმავლობაში, ღიობები ამოშენდა და მათზე თითო-თითო ფანჯარა გაჩნდა. ფასადი გალესილია და შეღებილია პირისფრად. სავარაუდოდ, ავთენტური ფასადი შეულესავი აგურის უნდა ყოფილიყო (საარქივო მასალის მიხედვით). ფასადზე სახურავის დამჭერი კოჭები იკითხება, რაც კომპოზიციას რიტმულს ხდის.
კრამიტის ორფერდა სახურავით გადახურული სახლი ძალიან გავს მის გვერდით მდგომ სახლს #127-ს, რომელიც ასევე სავაჭრო რიგის ნაწილია. ნაგებობაში შესასვლელი ეზოდანაა. აღნიშნულ მხარეს, შენობის გადახურვა, აგურის სვეტებს ეყრდნობა. ეზოს მხრიდან სახლზე ახალი, მცირე ზომის მინაშენია. შენობის გადახუვა ხის ლავგარდანზეა დაყრდნობილი. ფანჯრების ღიობები ლითონის დეკორატიული ცხაურებითაა დაფარული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 173
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჭავჭავაძე/125
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე–19 ს.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი;სავაჭრო;
CurrentFunction: საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46652618
Y: 41.92330147