CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 102
ObjectID: 102
ID: 102
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: მაღალი პროპორციის ორსართულიანი სახლი, ჭავჭავაძის ქუჩის პირზე გამოდის, I სართული სავაჭრო დახლს უჭირავს, მაღაზია ძველად არსებულ განიერ, ფასადის სიგანეზე გაშლილ, თაღოვან ნიშაშია განთავსებული. ფასადი გალესილია, ნალესობა ჩამოცვენილი და მის უკან მოჩანს აგურის მოხდენილი წყობა. ამჟამად ფასადის კომპოზიცია ასიმეტრიულია - პირველი სართულის ცალ მხარეს ეზოში გამავალი გვირაბია განთავსებული, რომლის თავზე შემინული შუშაბანდი აქვს დაშენებული. ამ დანამატის გარეშე სახლის კომპოზიცია სახასიათო ვერტიკალურია. მეორე სართულზე ორ წაგრძელებული სწორკუთხა ფანჯარაა, რომლებსაც მაღალი სამყურა თაღოვანი ნიშა ასრულებს. სამყურა თაღები თელავში, ძირითადად, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გვხვდება და ის არც ისე ხშირია. ამდენად, აღნიშნული ხუროთმოძღვრული ელემენტი, ნაგებობას განსაკუთრებულ ღირებულებას მატებს. ღიობები მსუბუქად შვერილი შეუმკობელი პილასტრებით არის მონიშნული. სახლის ფასადი სრულდება სამკუთხა ფრონტონით. ფრონტონი და სართულები ერთმანეთისაგან უბრალო კარნიზებით გამოიყოფა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 172
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე–19 საუკუნის შუა წლები
InitialFunction: საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46663825
Y: 41.92325052