CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 100
ObjectID: 100
ID: 100
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: თელავში, ჭავჭავაძის #108 ნომერში მდგარი ერთ სართულიანი სახლი, ყურადღებას იქცევს თავისი კოხტა პროპორციებით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია კახური არქიტექტურისათვის ტრადიციული შერეული ტექნიკა, ქვისა და ბრტყელი ქართული აგურის წყობით. ერთსართულიანი შენობის მთავარი ფასადი, ორ ნაწილად გამოიყოფა. ერთი მონაკვეთი თაღოვან ნიშებში შესმული, ორი დიდი ზომის რკალური სარკმლით არის დანაწევრებული და სამკუთხაფრონტონით სრულდება, ფრონტონის სიბრტყე დეკორატიულად არის გაფორმებული სხვადასხვა მიმართულებით დალაგებული ბრტყელი აგურის წყობით, რაც სურათს დინამიკას სძენს. სარკმლებს კი სადა, დაუნაწევრებელი საპირე საზღვრავს. ფასადის მეორე ნაწილს კი შენობაში შესასვლელი კარი და დამატებით ღიობი განსაზღვრავს. კედლის სიბრტყე ჰორიზონტალური შეღრმავებებით არის დანაწევრებული, რაც რუსტირების გარკვეულ იმიტაციას ქმნის და კომპოზიციას აცოცხლებს კიდეც. ყურადღებას იმსახურებს ცენტალური შესასვლელი ხის ავთენტური, პროფილირებული კარი, რომელიც გვერდითი ფასადის ხის ჭვირულ აივანს ქუჩასთან აკავშირებს. ექსტერიერის აღნიშნული მონაკვეთი სადა პარაპეტით სრულდება.
გვერდითი ფასადის ღიობების შესამკობლად გამოყენებულია სამყურა თაღედი, რაც ხის აივანთან ერთად მაღალ-მხატვრულ ღირებულებას ანიჭებს ამ პატარა მასშტაბის საცხოვრებელ სახლს. აივნის დეკორი ნაწილობრივ არის შემორჩენილი. აივნები შენობის სტრუქტურაში ეწერება და სამიმხრივ შემოსაზღვრულია კედლებით და შემოსაზღვრულია ხის ერთიანი მოაჯირით (როგორც ჩანს გვიან ჩანაცვლბულია). სვეტებს შორის მოქცეული ფარდები მართკუთხაა. მისი კომპოზიცია ორ თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი და გამოსახულებით საკმაოდ დატვირთულია. ფარდის კიდე კბილანიებურია და კუთხეებში მცენარეული ორნამენტით არის გაფორმებული.
ინტერიერში შემონახულია ძველი „წალო“ თახჩები, სხვადასხვა დეტალები, მათ შორის ურდული, სახელურები და სხვა. სახლის ჩრდიოეთი ნაწილი სახეცვლილი. შინიშნება თანამედროვე ჩარევები. ამავე ნაწილის გადახურვა შეცვლილია თუნუქის გადახურვით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 170
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჭავჭავაძე/108
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუა წლები
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.4652085
Y: 41.92365474