{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_GeneralProtectionZone/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_GeneralProtectionZone/OGCFeatureServer/collections/0/items/43?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_GeneralProtectionZone/OGCFeatureServer/collections/0/items/43?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_GeneralProtectionZone/OGCFeatureServer/collections/0/items/43?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.GeneralProtectionZone",
  "id" : "43",
  "properties" : {
    "ZoneID" : 43,
    "Name" : "ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონის საზღვრები",
    "Description" : "ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის-განაშენიანების რეგულირების ზონის საზღვრების                                                                                      აღწერილობა-1\r\nსაზღვრის საწყისი წერტილი მდებარეობს პოლიკარპე კაკაბაძისა (ყოფილი  დავით აღმაშენებლის) და მაყაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი ზემო ვერის გაშენების კიდის გაყოლებით დასავლეთი მიმართულებით გასდევს მთის კალთას ძველი ვერის სასაფლაომდე, მოიცავს სასაფლაოს ტერიტორიას და გადის რჩეულიშვილის (ყოფილი სევასტოპოლის) ქუჩაზე. რჩეულიშვილის  ქუჩით საზღვარი ეშვება გოგებაშვილის ქუჩაზე და გასდევს მას კეკელიძის ქუჩის გადაკვეთამდე. კეკელიძის ქუჩით ეშვება ი. ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთამდე  და გადის ამ გამზირზე, მოიცავს მე-4 მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკისა და უნივერსიტეტის ტერიტორიებს და უერთდება ვარაზისხევის ქუჩას, აქედან საზღვარი ვარაზისხევის ქუჩით ეშვება გმირთა მოედანზე, მიუყვება თამარ მეფის (ყოფილი ჩელუსკინელების ქ.) გამზირს და თამარ მეფის (ყოფილი  ჩელუსკინელების სახ.) ხიდით გადადის მდინარე მტკვარზე მარცხენა სანაპიროს გადაკვეთამდე. ამ წერტილიდან საზღვარი აღმა მიჰყვება სანაპიროს. მოიცავს მუშტაიდის ბაღის (ყოფილი ორჯონიკიძის სახელობის პარკის) ტერიტორიას და მაიაკოვსკის ქუჩით ჰკვეთს გიორგი ცაბაძის (ყოფილი ტელმანის) ქუჩას. გიორგი ცაბაძის ქუჩით მიემართება მიხეილ წინამძღვრიშვილის (ყოფილი კლარა ცეტკინის) ქუჩის გადაკვეთამდე. მიჰყვება ამ ქუჩას, უბრუნდება თამარ მეფის გამზირს (ყოფილი ჩელუსკინელების ქ.)  და გადის ვაგზლის მოედანზე. ვაგზლის მოედნიდან ფიროსმანის ქუჩით საზღვარი გადის არნოლდ ჩიქობავას (ყოფილი საბჭოს) ქუჩამდე, არნოლდ ჩიქობავას ქუჩის კენტი ნომრების მხარის გაშენების გარე კონტურის გაყოლებით უხვევს ჩრდილოეთისაკენ რკინიგზის გზახიდამდე, გასდევს სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით რკინიგზის ხაზს თელავის ქუჩამდე და ამავე ქუჩით გადის ქეთევან წამებული გამზირზე (ყოფილი შაუმიანის ქ). ქეთევან წამებულის გამზირით საზღვარი ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით აღწევს ქეთევან წამებულის (ყოფილი შაუმიანის) მოედნამდე, გადის მესხიშვილის (ყოფილი 26 კომისრის) ქუჩაზე, შემდეგ კონსტანტინე ერისთავის (ყოფილი ფაბრიციუსის) ქუჩაზე, უხვევს ხივინის შესახვევში და მიემართება სამრეკლოს (ყოფილი ურიცკის) ქუჩაზე, ელენე ახვლედიანის (ყოფილი კიბალჩიჩის) ქუჩის გადაკვეთამდე. ამ წერტილიდან წარმოსახვითი სწორით საზღვარი გადის ელენე ახვლედიანის ხევის (ყოფილი კიბალჩიჩის ხევის) ქუჩაზე, გაივლის სანთლის შესახვევს, უხვევს ნ. ჩხეიძის ქუჩაზე და ამ ქუჩით უბრუნდება ელენე ახვლედიანის ხევის ქუჩას. აქედან საზღვარი გადის ხეთაგუროვის ქუჩაზე, მიჰყვება მას ივანე ჯავახიშვილის (ყოფილი  კალინინის) მოედნამდე, გაივლის ივანე ჯავახიშვილის (ყოფილი კალინინის) ქუჩაზე არნოლდ ჩიქობავას (ყოფილი საბჭოს) ქუჩის დასაწყისამდე, უხვევს არნოლდ ჩიქობავას ქუჩაზე, ამ ქუჩით გრძელდება ჩერნიშევსკის ქუჩის გადაკვეთამდე. აქედან საზღვარი გადის მიხეილ წინამძღვრიშვილის (ყოფილი კლარა ცეტკინის) ქუჩის კენტი ნომრების მხარის გაშენების გარეკონტურის გაყოლებით, უხვევს კიევის ქუჩაზე და ამ ქუჩის კენტი ნომრების მხარის გაშენების გარეკონტურის გაყოლებით გადის დავით აღმაშენებლის (ყოფილი პლეხანოვის პროსპექტის) გამზირის გადაკვეთამდე, გაივლის დავით აღმაშენებლის გამზირს ჭოროხის ქუჩის გადაკვეთამდე, ჭოროხის ქუჩით ეშვება დ. უზნაძის (ყოფილი კამოს) ქუჩაზე, ამ ქუჩით გადის ზაარბრუკენის (ყოფილი კ. მარქსის) სახელობის ხიდამდე, ჰკვეთს ხიდით მდინარე მტკვარს სანაპიროს გადაკვეთამდე. აქედან საზღვარი აღმა მიჰყვება მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ხევით ადის \"ლურჯ მონასტერთან\", მოიცავს მის ტერიტორიას, გადის ნ. ნიკოლაძის ქუჩაზე და მიჰყვება მას მერაბ კოსტავას (ყოფილი ლენინის) ქუჩის გადაკვეთამდე, გასდევს მერაბ კოსტავას ქუჩას ბელინსკის ქუჩის გადაკვეთამდე და ბელინსკის ქუჩის კენტი მხარის გაშენების გარეკონტურის გაყოლებით ადის გუნიას ქუჩის გადაკვეთამდე. აქედან საზღვარი გუნიას ქუჩით გადის მაყაშვილის ქუჩაზე და მაყაშვილის ქუჩით უერთება საწყის წერტილს.\r\n\t\t\t\t\t\r\n\r\n\r\n\r\nქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის-განაშენიანების რეგულირების ზონის საზღვრების აღწერილობა-2 (ორთაჭალის მონაკვეთი)\r\n\r\nსაზღვარი პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან  დაუყვება გორგასალის ქუჩას, შეუხვევს მარჯვნივ ბევრეთის ქუჩაზე და ამ ქუჩით გავა განაშენიანების განაპირას, გაუყვება დასავლეთით მთის კალთას განაშენიანების კიდეზე და შეუერთდება  ისტორიული განაშენიანების  დაცვის ზონის საზღვარს.\r\n\r\nშენიშვნები:\r\n1. საგანგებოდ აღნიშნული შემთხვევების გარდა, საზღვარი გადის ზემოთ ჩამოთვლილი სანაპიროების, ხიდების,  ქუჩებისა და შესახვევების ღერძებზე.\r\n2. ქუჩის გაშენებაში  იგულისხმება თავდაპირველი გეგმარებითი ერთეულების (ძირითადი და დამხმარე ნაგებობანი, ეზო) კომპლექსი.\r\n\r\n\r\n\r\n",
    "Type" : "განაშენიანების რეგულირების ზონა",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "CreateDate" : "2020-09-15T11:44:16"
  }
}